“აშკარაა სქემა, რომლის უკან დასავლეთი დგას” – იმედი ივანიშვილსა და Credit Suisse-ზე

იმედმა Credit Suisse-ს წინააღმდეგ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა – ჟურნალისტის თქმით, საზოგადოების ნაწილს აქვს განცდა, რომ “აშკარაა კოორდინირებული მოქმედება და სქემა, რომლის უკან დასავლეთი დგას”.

“აშკარაა სქემა, რომლის უკან დასავლეთი დგას” – იმედი ივანიშვილსა და Credit Suisse-ზე

Credit Suisse კლიენტის ტრანზაქციას სავარაუდო დაშვების გამო აფერხებს, უფრო ზუსტად, ევროპული საბანკო ფლაგმანი რეპუტაციით მხოლოდ იმის გამო რისკავს, რომ მისი განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერს, შესაძლოა, სანქციები შეეხოს. სწორედ ეს ჰიპოთეტური მოლოდინი და საქართველოს ომში ჩართვის შესახებ ენმ-ს მოწოდებები საზოგადოების ნაწილს უჩენს განცდას, რომ აშკარაა კოორდინირებული მოქმედება და სქემა, რომლის უკან დასავლეთი დგას. ეჭვები მმართველ პარტიასაც აქვს, თუმცა აზუსტებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორს არ გულისხმობს”. – თქვა ჟურნალისტმა.

წყარო – ტაბულა