ჩვენ, ეკლესიის წევრი სასულიერო და საერო პირები მივმართავთ ხელისუფლების ყველა შტოს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთელს საქართველოს

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა
(არა გარყვნილების პროპაგანდას, არა ევროსოდომიზაციას!)

ჩვენ, ეკლესიის წევრი სასულიერო და საერო პირები მივმართავთ ხელისუფლების ყველა შტოს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთელს საქართველოს

2014 წელს საქართველოს ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. იმ წელს ჩვენმა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ოჯახის სიმტკიცეზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე იქადაგა და ბრძანა: “ადამიანის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ყალიბდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში იზრდება ის. ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია, ყველა თავის ფერისცვალებას განიცდის. ჯოჯოხეთიდან ცამდე აღმართულია კიბე, ამ კიბეზე ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ვიაროთ მაღლა და სასუფევლის ღირსი გავხდეთ. მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალით და ერთი გონებით. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა საერო ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. თქვენ ნახავთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო”, – ბრძანა პატრიარქმა.
საპატრიარქოს ერთ–ერთ განცხადებაში აღნიშნულია რომ “ეკლესია იცავდა და იცავს არა მხოლოდ სასულიერო პირების, არამედ მართლმადიდებელი მრევლის და საქართველოს მოსახლეობის (რელიგიური მრწამსის განურჩევლად) იმ ნაწილის ინტერესებსა და უფლებას, რომლისთვისაც ზნეობრივი ნორმების დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს”.
ცნობილი გახდა, რომ LGBT+ აპოლოგეტები წელს აპირებენ ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში. ისინი ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის სოდომია უკიდურესად მიუღებელია, სოდომიტებზე ძალადობა არ ხდება. საზოგადოებას მძაფრი რეაქცია აქვს სოდომიის პროპაგანდაზე და მოზარდი თაობის სოდომიაში ჩათრევის მცდელობებზე. ყოველივე ამის ხელშემწყობი და ძალადობრივად თავსმომხვევი საქართველოში არის დასავლეთის დიპლომატიური კორპუსი აშშ–ს საელჩოს თაოსნობით. ამის კიდევ ერთი დადასტურება მივიღეთ ა.წ. 15 აპრილს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად გაასაჯაროვა ევროკომისიის კითხვარი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ ევროინტეგრაცია ეს არის გზა საქართველოს სოდომიზაციისკენ, ხოლო ევროკავშირი, ფაქტობრივად, – ევროსოდომი. აი, რამოდენიმე ამონარიდს კითხვარიდან:
198. დააკონკრეტეთ, თუ როგორ არის დაცული ქორწინების უფლება და ოჯახის შექმნის უფლება შიდა კანონმდებლობის ფარგლებში, მათ შორის პარტნიორობა, რომელიც ღიაა ერთსქესიანი წყვილებისთვის.
235. არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი ზომა გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით? არსებობს თუ არა კანონის მხრივ გენდერის აღიარება? თუ ასეა, რა დებულებები ვრცელდება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ნიშნის კანონიერად შეცვლაზე?
236. მიიღო თუ არა საქართველომ ზომები ევროსაბჭოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2010)5 რეკომენდაციის შესაბამისად?
245. არსებობს თუ არა გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი სხვა პრაქტიკული ზომები და ინსტიტუციური მექანიზმები? აღწერეთ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ინსტიტუციური გენდერული მექანიზმის მუშაობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
248. შეიქმნა თუ არა გენდერული თანასწორობის მუდმივი ორგანოები? დააარსა თუ არა საქართველომ სპეციალიზებული სერვისები სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად? თუ ასეა, რომელი საკანონმდებლო ჩარჩო, ინსტიტუციური კონტექსტი, შემადგენლობა, ფუნქციები და უფლებამოსილებები ეხება ამ სერვისებს? და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ რომ როდესაც საუბარია “გენდერულ თანასწორობაზე”, იგულისხმება არა ქალი და მამაკაცი, არამედ გარყვნილების და პათოლოგიების ის სახეები, რომლებსაც სოდომიის ცოდვის და სიბილწის პროპაგანდისტებმა “მეცნიერული” ტერმინები დაარქვეს, ანუ სოდომიის 56 სახესხვაობა).
დასავლეთის ზეწოლა საქართველოზე ძალადობაა ჩვენს კონსტიტუციაზე, რომლის 30–ე მუხლში აღნიშნულია, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობითობას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი კონსტიტუციით ერთსქესიანი ქორწინება არ არის დაშვებული. ასევე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შავახსენებთ, რომ ისინი ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, რაც აკრძალულია ვენის 1961წ. 18 აპრილის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ, რომლის 41–ე მუხლში აღნიშნულია: “თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, ვინც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში”. ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილსაც, რითაც ამ პაქტზე ხელმომწერი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ მშობელთა თავისუფლებას უზრუნველყონ თავიანთი შვილების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი მრწამსის შესაბამისად.
ჩვენ, ეკლესიის წევრი სასულიერო და საერო პირები მივმართავთ ხელისუფლების ყველა შტოს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთელს საქართველოს: ე.წ. პრაიდის ჩატარება სხვა არაფერია, თუ არა სოდომიის ცოდვის პროპაგანდა, რადგან ლგბტ+ არის მოდერნიზებული სოდომია. ე.წ. პრაიდი არის ძალადობა ქართულ საზოგადოებაზე, განსაკუთრებით მის მოზარდ თაობაზე, რადგან სრულიად ნათელია, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის სოდომია მიუღებელია. ეს არის ძალადობა ჩვენს ზნეობრივ ტრადიციებსა და ფასეულობებზე, ეს არის ძალადობა ჩვენს ეკლესიაზე, რომელიც არის უპირველესი დამცველი რელიგიური და ზნეობრივი ცნობიერებისა. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ+ პროპაგანდისა და პრაიდის ჩატარების სტიმულირება ძირითადად ქვეყნის გარედან ხდება, რისი დასტურიცაა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა ამ პროცესებში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახეზეა ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი ქცევის ნორმის ძალისმიერი თავსმოხვევა, არა დემოკრატიის, რომელიც არის ხალხის ნების გამოხატვის ინსტრუმენტი, არამედ ანტიდემოკრატიის დამკვიდრება, უმცირესობის ფსევდოუფლებების დაცვის საბაბით უმრავლესობის კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
აპელირება იმაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომლის მიზანია ლგბტ+ ქცევის ნორმად ქცევა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ეს ხელმოწერა ხელისუფლებამ განახორციელა საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, მის დაუკითხავად, ფარულად და მოღალატურად. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი საზოგადოებრიობა ვერ შეეგუება სოდომიის პროპაგანდას, წინ აღუდგება ამისკენ მიმართულ ნებისმიერ ღონისძიებას. ამიტომ ვაცხადებთ, რომ ე.წ. პრაიდის ჩატარება არის მცდელობა საზოგადოებრივი დაძაბულობის, დაპირისპირებისა და შფოთის პროვოცირებისა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას ცოდვის პროპაგანდა საქართველოში – ამის კარგ წინაპირობას იძლევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, უნგრეთისა და პოლონეთის მაგალითები – 2021წ. 15 ივნისს ევროკავშირისა და ნატოს წევრმა უნგრეთის მთავრობამ 157 ხმით 1–ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში აიკრძალა LGBT–ის პროპაგანდა. ასევე აიკრძალა 18–წლამდელთათვის იმის სწავლება, რომ მათ იმ სქესის არჩევა შეუძლიათ, რომელიც მოესურვებათ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს უმრავლესობის ნებას, ნუ აყვება 30 ვერცხლზე გაყიდული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ნებას.
ის, თუ როგორია ტრადიციულად და ისტორიულად ქართველთა დამოკიდებულება სოდომიისადმი, ნათლად ჩანს რუის–ურბნისის 1105წლის საეკლესიო კრების ძეგლისწერიდან, რომელში სოდომურ სულის წარწმყმედელ ცოდვაზე წერია: “ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სოდომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას… მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი… მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები… რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს, ან საქმით ან ხუმრობით, ან სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად”.
მოკლედ ჩვენი ზნე გადმოცემულია ჩვენს ლოზუნგში: ღმერთი, სამშობლო, ოჯახი.

ავთანდილ უნგიაძე, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” თავმჯდომარე; სოციალური ქსელი