უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Українські Новини-ს კრავჩუკის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

გამოცემის ინფორმაციით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ კრავჩუკი 88 წლისა გარდაიცვალა.

ლეონიდ კრავჩუკმა უკრაინაში 1991 წლის 1 დეკემბერს გამართულ პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 61,6% მიიღო და თანამდებობას 1994 წლამდე იკავებდა. 1994-2006 წლებში კრავჩუკი უკრაინის უზენაესი რადას წევრი იყო.