“საქართველოს ბანკის” ხრიკები რუბლის საწინააღმდეგოდ და Bloomberg-ის შეფასება: “რუბლი ლიდერი ვალუტაა”

დასავლელმა ანალიტიკოსებმა რუსული რუბლი ყველაზე დინამიურ და მსოფლიოს ლიდერ ვალუტად აღიარეს მიმდინარე 2022 წლის მონაცემების საფუძველზე. ბაზარს მართლაც უნიკალური ვითარება აქვს: ანტირუსულ სანქციებს რუსული ეროვნული ვალუტის კურსი უნდა დაეგდოთ, მაგრამ სინამდვილეში, ზუსტად პირიქით მოხდა – თავდაპირველი ვარდნის შემდეგ, რუბლი რეკორდული ზრდისკენ წავიდა.

"საქართველოს ბანკის" ხრიკები რუბლის საწინააღმდეგოდ და Bloomberg-ის შეფასება: "რუბლი ლიდერი ვალუტაა"

საქართველოს საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი, რომელსაც უდავოდ განეკუთვნება ოფშორებში დამალული, ე. წ. “საქართველოს ბანკის” ხელმძღვანელობა, პანიკურ განწყობებზეა – “სლავა უყრაინის” ბეჭდვა რიგში ჩადგომის ბილეთებზე და ბანკომატის ეკრანებზე რუსეთს ვერ ანგრევს. ახლახანს “საქბანკმა” თავის ჭუჭყიან სერვის-ცენტრებში რუბლის კურსი “დააგდო” – სავალუტო ჯიხურებთან შედარებით, არაადეკვატურად დაბალ კურსს სთავაზობენ მომხმარებლებს, ხოლო ბანკის კლიენტებს სმს-ის საშუალებით აცნობეს, რომ ანგარიშზე რუსული რუბლის შეტანის შემთხვევაში, 5 მაისიდან ბანკის საკომისიო 10%-მდე გაიზარდა.

ჯერ ერთი, ნაღდი ფულის ანგარიშზე შეტანაში რატომ ითხოვენ საკომისიოს და მეორე, თან ამხელა პროცენტს, თუკი ბოღმა არ ახრჩობთ?

მაგრამ დავუბრუნდეთ საერთაშორისო მიმოხილვას რუსული რუბლის შესახებ.

ამერიკული Bloomberg-ის ცნობით, წლის დასაწყისიდან რუბლი დოლართან მიმართებაში 11 პროცენტით გამყარდა. ეს არის მაქსიმუმი სამ ათეულ ძირითად ვალუტას შორის. შემდეგი არის ბრაზილიური რეალი. მესამე ადგილზეა მექსიკის პესო.

ასეთია მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ქმედებების შედეგი, აღნიშნავს სააგენტო. რუსეთის ცენტრალური ბანკი, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, იძულებული გახდა, გადამჭრელი ზომები მიეღო. კერძოდ, მოსახლეობის დანაზოგების დასაცავად, საკვანძო განაკვეთი 20 პროცენტამდე გაიზარდა. მანამდე დასავლეთმა რუსეთს მისი კუთვნილი ოქროსა და სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი – დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დაუბლოკა, რითაც რუსეთის ფინანსურ სისტემას სერიოზული დარტყმა მიადგა. რუსეთის ცენტრალურ ბანკს ხალ-ფეხი შეეკრა: შემცირდა ბანკების ლიკვიდობით მომარაგების, ინფლაციის შეკავება და გაცვლითი კურსის გავლენის უნარი. შედეგად, მარტში დოლარი 120 რუბლზე მეტი ღირდა, ევრო კი 130.

ბოლო მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან რუბლი დოლართან მიმართებაში 11%-ით გაიზარდა. ამრიგად, ის გახდა ლიდერი 31 ძირითად ვალუტას შორის, რომელსაც სააგენტოს ექსპერტები აკვირდებიან.

რუბლის ზრდა შედეგი იყო რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც გატარდა ვალუტის დასაცავად, დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ“, – წერს სააგენტო.

რუსეთის ფედერაციამ შემოიღო კონტროლი კაპიტალის მოძრაობაზე, დაავალდებულა ექსპორტიორები გაეყიდათ უცხოური ვალუტით მიღებული შემოსავლების 80% და (რაც მთავარია) მოითხოვა არამეგობრული ქვეყნებისგან რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლით.

სააგენტო რუბლის გამყარებას დონბასის დასაცავად მიმდინარე სპეცოპერაციის ფონზე აღსანიშნავს უწოდებს. სააგენტო მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც ახლო წარსულში შემოიღეს კაპიტალის კონტროლი, ვერ მიაღწიეს ანალოგიურ შედეგებს.

თურქეთმა და არგენტინამ მიიღეს მსგავსი ზომები, რასაც დამღუპველი შედეგები მოჰყვა ლირასა და პესოსთვის, რომლებიც ისტორიულად მინიმალურ მაჩვენებელზე დაეცნენ და და აღდგენა ვეღარ მოახერხეს“, – ნათქვამია სტატიაში.

12 მაისს, მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, რუბლმა გამყარება განაგრძო. ამრიგად, ევროს კურსი 2020 წლის თებერვლის შემდეგ პირველად დაეცა 69 რუბლს ქვემოთ. ტენდენცია გაგრძელდა და მეორე დღეს დოლარის კურსი კიდევ უფრო დაეცა – 65 რუბლს ქვემოთ, პირველად 2020 წლის დასაწყისის შემდეგ.

სხვა ფაქტორებმაც შეასრულა როლი: ბევრმა უცხოელმა შეწყვიტა თავისი ბიზნესი რუსეთში და ნაკლები იყო საზღვარგარეთ მოგზაურობები. „არამეგობრულ ქვეყნებში“ გაზის მიწოდებისას რუბლებზე გადასვლამ დიდი გავლენა იქონია. შემცირდა უცხოურ ვალუტაზე და გაიზარდა მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე.

გაზპრომბანკში ანგარიში ოცამდე ევროპულმა კომპანიამ გახსნა, იუწყება Bloomberg. კიდევ 14-მა მოითხოვა საჭირო დოკუმენტები. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, თითქმის ყველა ძირითადი პარტნიორი დათანხმდა ლურჯი საწვავის გადახდას ახალი სქემით. პოლონეთმა და ბულგარეთმა უარი განაცხადეს, მაგრამ მათ კონტრაქტი მაინც წელს ამოეწურა.
გარდა ამისა, იგეგმება ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიათან, ირანთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე გადასვლა. რუბლი კვლავ საჭირო იქნება დიდი მოცულობით.

რა ღირს დოლარი
თუმცა, ბევრს არ სჯერა რუსული ეროვნული ვალუტის მოულოდნელი გამყარების. ან არ უნდათ დაჯერება. ვაშინგტონში  რუსეთის ცენტრალური ბანკისა და მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს „ხელოვნურ ამოტუმბვას“ უწოდებენ. რუბლის კურსი თითქოს არ ასახავს რუსეთის ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას, – თქვა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბედინგფილდმა.

ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, დოლარი 180 რუბლი იქნებოდა, ამბობს Wells Fargo Securities-ის ვალუტის სტრატეგი ბრენდან მაკკანი. ხოლო TeleTrade-ის საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრის მთავარი ეკონომისტი, მარკ გოიხმანი მიიჩნევს,
რომ დოლარის რეალური ექვივალენტი დაახლოებით 75-85 რუბლია. იმავდროულად, დასავლური ვალუტა, რომელიც რუბლთან შედარებით დაეცა, ფინანსთა სამინისტროს აძლევს ხელს. ახლა ხელსაყრელია უცხოური ვალუტის შეძენა, ვინაიდან ვალუტა გაიაფდა, ხოლო უცხოეთში განთავსებული რუსული სავალუტო მარაგები გაყინულია.

მაგრამ ძლიერ რუბლს აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ზედმეტად ძლიერი რუბლი, მაგალითად, აზიანებს რუსი ექსპორტიორების ინტერესებს. შესაბამისად, ფინანსისტების და ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთისთვის იდეალური იქნება 75-77 რუბლი 1 დოლარის საფასურად.

ასეა თუ ისე, რუსეთმა დაამტკიცა, რომ მას ეკონომიკური სანქციებით ვერ დააჩოქებენ!