“შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო, სიმბოლურია ამ მთავრობის დროს მისი დაბრუნებაც” – ბესიკ დონაძე

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა, ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვა:

“შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო, სიმბოლურია ამ მთავრობის დროს მისი დაბრუნებაც” – ბესიკ დონაძე

“ივანიშვილის რეჟიმის დროს ლევან მამალაძის საქართველოში დაბრუნება არის ლოგიკური, მანამდე დაბრუნდა კვიციანიც. ეს არის პუტინისტური რეჟიმი და ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო, ხოლო დღეს ეს ადამიანი შეიწყალეს და დააბრუნეს საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილის რეჟიმიც კორუფციულია, მამალაძე არის მათი სხეულის ნაწილი.”