“სიბერე საშინელებაა… მეხსიერებაც მიდის, ყველაფერი გტკივა” – რა მოხდა და რას აპირებს ალენ დელონი

“სიბერე საშინელებაა… მეხსიერებაც მიდის, ყველაფერი გტკივა” – რა მოხდა და რას აპირებს ალენ დელონი.

"სიბერე საშინელებაა... მეხსიერებაც მიდის, ყველაფერი გტკივა" - რა მოხდა და რას აპირებს ალენ დელონი

რამდენიმე დღეა, მედია კვლავ ალაპარაკდა ლეგენდარული მსახიობის – ალენ დელონის ევთანაზიის შესახებ. სოციალურ ქსელში, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, “ფეიკ ნიუსზე” დაყრდნობით, აცხადებდნენ, რომ 18 მაისს მსახიობი ევთანაზიით დაასრულებდა სიცოცხლეს.

რამდენიმე საათში კი “ალენ დელონის დატირება” შეწყდა, რადგან ყველასგან მოულოდნელად, მსახიობის ვაჟმა ენტონი დელონმა “ინსტაგრამის” პირად გვერდზე მამის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კანის ფესტივალზეა გადაღებული, აღმოჩნდა, რომ ფოტო სინამდვილეში 2019 წელსაა გადაღებული და არა მიმდინარე წლის 18 მაისს.

ალენ დელონის ევთანაზიის შესახებ ცნობები მსახიობის შვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის 4 აპრილს “ინსტაგრამის” პირად გვერდზე უარყო. მან აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დიდი გაუგებრობაა და ევთანაზიის შესახებ ინფორმაცია მისი წიგნიდანაა ამოგლეჯილი, სადაც მსახიობი ყოფილი მეუღლის გარდაცვალებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ევთანაზია სიცოცხლის დასრულების ლოგიკირი გადაწყვეტილება იქნებოდა მაშინ, თუ ჯანმრთელობა გაუარესდებოდა და სიცოცხლის დარჩენილი პერიოდის გატარება საავადმყოფოში მოუხდებოდა.

“ჩვეულებრივ ამას არადროს ვაკეთებ, მაგრამ ეს უკვე უკონტროლო გახდა. ორი კვირაა გაზეთებსა და ე.წ. ჟურნალებში ვკითხულობ რომ მამაჩემი სიცოცხლეს ევთანაზიით დაასრულებს. ეს არ არის სიმართლე. წინადადება ჩემი წიგნიდან, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი” – ამბობს მსახიობის ვაჟი.

როგორც ენტონი აღნიშნავს დიდი განსხვავებაა ამ ორ სიტუაციას შორის: ერთია რომ თქვა: “შვილო, თუ კომაში ვიქნები, სასუნთქ აპარატზე შეერთებული, აპარატი გამორთე” და მეორე, რაც პრესაში გავრცელდა, რომ ალენ დელონი სიცოცხლეს ევთანაზიით ასრულებდა… “ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს” – აღნიშნა მსახიობის ვაჟმა.

აღსანშნავია, რომ ბოლო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ალენ დე­ლონ­ზე ფრან­გულ მე­დი­ა­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, 17 მა­ი­სი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში კი ვკი­თხუ­ლობთ, რომ მან საფ­რან­გე­თის ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ელი­სა­ბედ ბორნს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა წე­რი­ლო­ბით მი­უ­ლო­ცა. ელი­სა­ბედ­მა ალენ დე­ლო­ნის წე­რი­ლი თავად გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

“ჩემო ლიზ­ბეტ, შენ მაკ­რო­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი არა, მთე­ლი საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ხარ! ალე­ნი” – ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსახიობს ელი­სა­ბედ­თან ხან­გრძლი­ვი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს, მის პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვებ­სა და იდე­ებს იზი­ა­რებს.

რა ხდება?

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველასათვის საყვარელი მსახიობი სიცოცხლის დასრულებას ევთანაზიით აპირებდა. ეს მსახიობის ვაჟმა ენტონი დელონმა ფრანგულ არხთან – RTL-თან ინტერვიუში განაცხადა და თქვა, რომ მამას პირობა მისცა, სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით იქნებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ინფორმაცია კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

მედიის ცნობით, 2021 წლის იანვარში ენტონიმ ცხოვრების ბოლო გზაზე დედა გააცილა, რომელსაც პანკრეასის სიმსივნე დაუდგინეს.

„დედა ცხოვრების ბოლო გზაზე მე გავაცილე. მართალია, მან გადაწყვეტილება მიიღო, ევთანაზიით დაესრულებია ცხოვრება, თუმცა, საბედნიეროდ, არ დაგვჭირდა ამ ხერხისთვის მიგვემართა. საბედნიეროდ-მეთქი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველა მზად იყო ამ მოვლენისთვის, თუმცა ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა, დედის ხელი დაგვეჭირა და გვენახა როგორ ტოვებს სიცოცხლეს. მისი ბოლო ღამე არ იყო მარტივი, თუმცა, საბოლოოდ, მშვიდად განისვენა. ამ ამბავმა მამაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა“.

ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მსახიობმა ალენ დელონმა რამდენჯერმე ღიად განაცხადა, რომ ზოგადად, არ არის ამის წინააღმდეგი, სიცოცხლის ამ გზით შეწყვეტის.

„მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ შვეიცარიაში ვცხოვრობ და ევთანაზია აქ მიღებულია. და კიდევ იმიტომ, რომ ევთანაზია ყველაზე ლოგიკურ და ბუნებრივ დასასრულად მიმაჩნია. გარკვეული ასაკის შემდეგ ყველას გვაქვს უფლება, საავადმყოფოებისა და მსგავსი სიტუაციის გარეშე, მშვიდად წავიდეთ ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა მსახიობმა ტელეარხ TV5 Monde-სთან ინტერვიუში.

„სიკვდილი საშინელებაა“

აღსანიშნავია, რომ დრო და ზუსტი თარიღი, თუ როდის აპირებს, ან საერთოდ აპირებს თუ არა, ფრანგი მსახიობი ევთანაზიას მიმართოს, ყველასათვის უცნობია. სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელებული ინფორმაცია კი სიცრუე იყო.

როგორც ცნობილია, 86 წლის ალენ დელონმა 2019 წელს ინსულტი გადაიტანა, თუმცა რეაბილიტაცია მალევე მოახდინა და ახლა ხელჯოხის დახმარებით, დამოუკიდებლად გადაადგილდება.

„სიბერე საშინელებაა, ვერაფერს მოუხერხებ, რადგან ეს ასაკია. მეხსიერებაც მიდის, ყველაფერი გტკივა, საკუთარი ფეხის გადადგმაც გიჭირს, ეს კი, მინდა გითხრათ, საერთოდ არ არის სახუმარო“, – ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ახალგაზრდობა

60-80-იანი წლების მამაკაცის სილამაზის სიმბოლო, კინოსა და თეატრის მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი 1935 წლის 6 ნოემბერს პარიზთან ახლოს დაიბადა. მომავალი მსახიობის მამა, ფაბიენ დელონი პატარა კინოთეატრის ხელმძღვანელი იყო. მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა ალენი ჯერ კიდევ 3 წლის იყო.

დედამისი ედიტი სულ მალე ხელმეორედ გათხოვდა და ძირითად დროს მეორე მეუღლესა და სამსახურს უთმობდა, ბავშვს ძიძა – მადამ ნერო აუყვანეს. ალენ დელონი ძიძის ოჯახში იზრდებოდა. ის საკმაოდ ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყო, ამიტომ რამდენიმე სკოლის გამოცვლა მოუხდა. საბოლოოდ კი ძეხვეულის მაღაზიაში დაიწყო მუშაობდა.

17 წლისამ გადაწყვიტა, ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა და ჯარში წავიდა. აქ ის უფრო პასუხისმგებლიანი და მობილიზებული გახდა, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მომავალი მსახიობი პარიზში წავიდა, ოფიციანტად დაიწყო მუშაობა, თავისუფალ დროს კი პროდიუსერებს ეძებდა და ფილმებისთვის შესარჩევ კონკურსებშიც მონაწილეობდა. ახალგაზრდა და სიმპათიური ბიჭი ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა შეამჩნია და ჰოლივუდში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა, თუმცა ფრანგმა რეჟისორმა მომავალი მსახიობი გადაიბირა და ფრანგულ კინემატოგრაფიაში მონაწილეობა შესთავაზა.

ალენ დელონის შემოქმედებითი ბიოგრაფია 1957 წლიდან იწყება. 177 სმ სიმაღლის, დახვეწილი ნაკვთების ბიჭმა თანდათან ყველას გული დაიპყრო. მისი ფიზიკური მონაცემები ყოველთვის თვალშისაცემი იყო, ამიტომ ახალგაზრდა მსახიობზე მოთხოვნა გაიზარდა, საბოლოოდ კი ალენ დელონი მამაკაცის სილამაზის სიმბოლოდ იქცა, მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმები კი – კლასიკად.

როგორც ცნობილია, თეატრისა და კინოს გარდა, მსახიობს მუსიკის ნიჭიც ჰქონდა. ის საოცრად ასრულებდა სიმღერებს და დუეტებიც ჩაწერა. ერთ-ერთი კომპოზიციის ქავერი „Paroles… Paroles…“ დღესაც ძალიან პოპულარულია.

ის ორი უდიდესი კინოსტუდიის – Delbeau Productions-ისა და Adel Productions-ის მეპატრონეა. მსახიობი სამოსის ბრენდისა და, ასევე, სუნამოების ბრენდის მფლობელია. ალენ დელონი წლებია, „დიორის“ საკულტო არომატის – Eau Sauvage-ს სახეა. 2016 წლიდან სარეკლამო ბიზნესს მსახიობის უმცროსი ვაჟი – ალენ-ფაბიენი ხელმძღვანელობს, მათ შორის, Dior Homme-ს კოლექციას.

პირადი ცხოვრება

ფრანგი მსახიობის პირადი ცხოვრება ყველასათვის საინტერესო იყო. მისი პირველი გახმაურებული რომანი მსახიობ რომი შნაიდერთან გახლდათ. მათ ერთმანეთი გადაღებებზე გაიცნეს. წყვილის ნიშნობა 1959 წელს შედგა და ერთად 6 წლის განმავლობაში იყვნენ, თუმცა საქმე ოფიციალურ ქორწინებამდე ვერ მივიდა.
რომი შნაიდერთან ერთად

აღსანიშნავია, რომ წყვილის ურთიერთობას გასული ასწლეულის ყველაზე დრამატულ ისტორიათა რიცხვს მიაკუთვნებენ. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ალენ დელონს სხვა სასიყვარულო ურთიერთობებიც ჰქონდა, მათ შორის, ცნობილ მომღერალ კრისტა პაფგენთან, იმავე ნიკოსთან, რომელმაც ალენ დელონისგან ვაჟი გააჩინა. ბავშვი მსახიობის მშობლებთან იზრდებოდა, თუმცა ის ბიჭს შვილად არ აღიარებდა.

ალენ დელონი პირველად ოფიციალურად მსახიობ ნატალი ბარტლემზე დაქორწინდა.

21 წლის ნატალიმ 29 წლის ალენ დელონი ღამის კლუბში გაიცნო, სადაც ის რომი შნაიდერთან ერთად იმყოფებოდა. მალე ურთიერთობამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ნატალიმ და ალენ დელონმა 1964 წლის 13 აგვისტოს მხოლოდ ორი მოწმისა და ქალაქის მერის თანდასწრებით იქორწინეს. ქორწინება საიდუმლოდ რჩებოდა, სანამ მათ ქვეყანა არ დატოვეს, შემდეგ ისინი მოგზაურობაში, აშშ-ში წავიდნენ. აქ დაიბადა მათი ვაჟი ენტონი. ისინი 4 წელში დაშორდნენ.

მსახიობის მეუღლე რამდენიმე წლის შემდეგ მოდელი როზალი ვან ბრემენი გახდა, მათ ორი შვილი – ანუშკა და ალენ-ფაბიენი შეეძინათ. წყვილი 10 წლის შემდეგ დაშორდა. ამის შემდეგ მსახიობი აღარ შეუღლებულა.

2022 წლის მარტში მედიით ალენ დელონის მოულოდნელი გადაწყვეტილება გაჟღერდა. პუბლიკამ ევთანაზიის შესახებ მსახიობის ვაჟისგან შეიტყო. ენტონის თქმით, მას მამასთან გულღია საუბარი ჰქონდა, რა დროსაც ალენმა გადაწყვეტილების შესახებ უამბო. ევთანაზია ფრანგმა მსახიობმა ჟურნალისტებთან ჯერ კიდევ 2019 წელს ახსენა, როცა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ შეეგუებოდა.

როგორც ამბობენ, ალენ დელონის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტმა გამოიწვია – პირველ რიგში, მწვავე ინსულტმა, რომელიც მან გადაიტანა, შემდეგ, 2021 წელს ყოფილი მეუღლის – ნატალი ბარტლემისა და საუკეთესო მეგობრის – ჟან-პოლ ბელმონდოს გარდაცვალებამ. ამჟამად მსახიობი შვეიცარიაში ცხოვრობს, სადაც ევთანაზია კანონით მიღებული ფორმაა.

წყარო: kvirispalitra.ge