რა განაცხადა „აზოვის“ ბატალიონის მეთაურმა დენის პროკოპენკომ, რომელსაც მეუღლესთან დაკავშირების ნება დართეს

„აზოვის“ ბატალიონის მეთაურის დენის პროკოპენკოს მეუღლის განცხადებით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის სამთვიანი ალყის შემდეგ რუსული ძალების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცები „დამაკმაყოფილებელ“ პირობებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

რა განაცხადა „აზოვის“ ბატალიონის მეთაურმა დენის პროკოპენკომ, რომელსაც მეუღლესთან დაკავშირების ნება დართეს

მათივე ინფორმაციით, „აზოვის“ ბატალიონის მეთაურმა დენის პროკოპენკომ შეძლო მეუღლესთან დარეკვა, რომელსაც უთხრა, რომ პატიმრებზე ძალადობა არ განხორციელებულა.

„მან თქვა, რომ „კარგად“ იყო და მკითხა, როგორ ვიყავი. მე სხვა წყაროებიდან გავიგე, რომ პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. იკვებებიან, წყალს აძლევენ და მათზე ძალადობა ამ მოკლე პერიოდში არ ყოფილა. რა იქნება შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ამ დროისთვის არის მესამე მხარე – გაერო და „წითელი ჯვარი“, რომელიც სიტუაციას აკონტროლებენ“, – განუცხადა კატერინა პროკოპენკომ „გარდიანს“.