ტეხასის შტატში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

ტეხასის შტატში დაწყებით სკოლაში მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მოკლულია 19 მოსწავლე და 2 მოზრდილი. ამის შესახებ BBC წერს.

ტეხასის შტატში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

18 წლის შეიარაღებულმა ბიჭმა ცეცხლი ქალაქ იუვალდში მდებარე დაწყებით სკოლაში გახსნა. სალვადორ რომასი ადგილზე მისულმა პოლიციამ მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში შეჭრამდე, თავდამსხმელმა თავისი ბებია მოკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია. როგორც ირკვევა რომასმა ცეცხლსასროლი იარაღი მაშინვე იყიდა, რაც სრულწლოვანი გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ამერიკელებს მოუწოდა, იარაღის გავლენიანი ლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.