ნონა გაფრინდაშვილი: 26 მაისის დარბევა შავი ფურცელია ჩვენი ისტორიისთვის, რადგან იქ სასაკლაო გამართეს

ნონა გაფრინდაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში აქციის დარბევას საქართველოს ისტორიაში შავ ფურცელს უწოდებს.

ნონა გაფრინდაშვილი: 26 მაისის დარბევა შავი ფურცელია ჩვენი ისტორიისთვის, რადგან იქ სასაკლაო გამართეს

„26 მაისი, როდესაც დარბევა მოხდა, იყო საშინელება. ეს შავი ფურცელია ჩვენი ისტორიისთვის, იმიტომ, რომ იქ უბრალოდ სასაკლაო გამართეს. მშვიდობიანი აქცია გვქონდა. არავინ არსად შეჭრას არ აპირებდა, არც ხმაურიანი სიტყვები ყოფილა გადატრიალებაზე. უბრალოდ ჩვენს აზრებს გამოვხატავდით. 12 საათზე გვინდოდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და კინაღამ შეეწირა ამ ამბავს „უცნობი“, რომელიც ჩვენი თხოვნით მოვიდა და მზად იყო კონცერტის დასაწყებად. ამ დროს მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს ტერიტორიის დატოვება. ჩვენ ვუთხარით, რომ გვინდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. ცუდს არაფერს ვაკეთებდით. ჩავატარებდით კონცერტს და დავიშლებოდით. მაგრამ თურმე ჩვენ ირგვლივ 3 კორდონი იყო შემორტყმული და გასასვლელი არ იყო. შეუძლებელია იმის აღწერა, რაც ხდებოდა“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

2011 წლის 26 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ 11 წელი გა­ვი­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე „სა­ხალ­ხო კრე­ბის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე აქციის მო­ნა­წი­ლე 105 პირი და­ა­კა­ვეს. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში, ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და სხვა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ში და­ე­დო ბრა­ლი. მი­ტინ­გის დაშ­ლის დროს და­შავ­და 37 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 8 პო­ლი­ცი­ე­ლი, ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი და 27 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი; ასე­ვე, გარ­და­იც­ვა­ლა ორი ადა­მი­ა­ნი.