რუსეთი თავის საგარეო ვალს რუბლებით დაფარავს – ვოლოდინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თავის ტელეგრამ-არხში კომენტარი გააკეთა აშშ-ს ხაზინის მიერ რუსეთის საგარეო ვალის მომსახურების ლიცენზიის განახლებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ვოლოდინის თქმით, გადახდები ახლა რუბლებში განხორციელდება.

რუსეთი თავის საგარეო ვალს რუბლებით დაფარავს - ვოლოდინი

ვოლოდინმა თქვა, რომ დოლარში გადახდების აკრძალვით, შეერთებულმა შტატებმა აიძულა რუსეთი სახელმწიფო ობლიგაციები რუბლით დაფაროს. ამჟამად რუბლი საგრძნობლად გამყარდა და ამ თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას აქვს კარგი საბაზრო მდგომარეობა, – აღნიშნა მან.

რუსი პოლიტიკოსის განცხადებით, დოლარში გადახდების ხელოვნური აკრძალვის შემოღების გზით, ამერიკის ხელმძღვანელობა ცდილობს, რუსეთს პრობლემები შეუქმნას, თუმცა ქვეყანას ამ გამოწვევიდან გამოსავალი აქვს. როგორც მან აღნიშნა, „გადახდებისთვის არის ყველა საჭირო თანხა“.

შეგახსენებთ, რომ ადრე აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უარი თქვა ლიცენზიის განახლებაზე, რაც რუსეთის ფედერაციას საშუალებას აძლევდა, ეწარმოებინა გადახდები საგარეო ვალის მომსახურებისთვის. ლიცენზიას ვადა 25 მაისს მოსკოვის დროით 07:01 საათზე ამოეწურა. ახლა, ამ ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, რუსეთი ვერ გადაიხდის სახელმწიფო ობლიგაციებს და შესაძლოა ამ გზით მისი ხელოვნური დეფოლტი იქნას გამოწვეული.

რუსეთს შემდეგი სავალდებულო გადასახადი უცხოურ ვალუტაში 27 მაისს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ საჭირო თანხები წინასწარ, 20 მაისს გადაიხადა. შემდეგი გადახდები 23-24 ივნისს უწევს.