რუსეთში “აზოვის” ბატალიონის მებრძოლებს გაასამართლებენ – მედია

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ “აზოვის” ბატალიონის მებრძოლების სასამართლო სხდომის ჩატარება ერთი თვით გადადო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთში “აზოვის” ბატალიონის მებრძოლებს გაასამართლებენ – მედია

მისივე ცნობით, უკრაინის ეროვნული ბატალიონის “აზოვის” ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ, რომლის მებრძოლების წინააღმდეგაც რუსეთის ფედერაციაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სასამართლო საქმის განხილვას, 29 ივნისს გააგრძელებს.

ამავდროულად, საქმე დახურულ კარს მიღმა იქნება განხილული, რადგან მას გრიფით საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

“საქმის განხილვა 29 ივნისს, 10:00 საათზე გაიმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსული მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ”აზოვის” პოლკის ნებისმიერი მონაწილე შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. “ტერორისტული ორგანიზაციის” თანამონაწილედ.

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი მისი მონაწილეებისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე, ორგანიზატორებისთვის კი 15-დან 20 წლამდე.

ამასთან, კანონი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ნებაყოფლობით შეწყვიტეს მონაწილეობა ასეთ ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, დაკავებამდე და საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე.