“შეგვწევს უნარი ბიძინაც მოვინელოთ, შახაბასიც და პუტინიც…” – მიშა მშვილდაძე

“ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:

“შეგვწევს უნარი ბიძინაც მოვინელოთ, შახაბასიც და პუტინიც…” – მიშა მშვილდაძე

“დამოუკიდებლობას გილოცავთ, დღეც კაია, შინაარსი – მთლად გადასარევი – განხორციელება უნდა ახლა, ეგღა დაგვრჩა – დამოუკიდებლობა ფობიებიდან შიშების გამორჩევას ნიშნავს ალბათ და მერე ამ შიშების რაციონალიზაციის მცდელობას, ბედნიერებისკენ სწრაფვის გზაზე სისტემური წინააღმდეგობების ბონუს-კერების გაქრობას და პასუხისმგებლობისა და ინტერესების სივრცეზე ფოკუსის გასწორებას.
მე მჯერა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეგვწევს უნარი ბიძინაც მოვინელოთ, შახაბასიც და პუტინიც, შეგვიძლია ნორმალური ქვეყნის აშენება, რომელიც ევროპის ორგანული ნაწილი იქნება, ოღონდ ამისთვის ერთი პირობაა დასაკმაყოფილებელი – დამოუკიდებლობა უნდა დავარენდეროთ, გავიაზროთ, გამოვიყენოთ, ვიგრძნოთ – ჰოდა, დაე!
გილოცავთ🇬🇪“