“თუ ბრძანება იქნება, უკრაინის შემდეგ, პოლონეთს ვაჩვენებთ რა შეგვიძლია” – რას აცხადებს რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი უკრაინის შემდეგ, პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება.

"თუ ბრძანება იქნება, უკრაინის შემდეგ, პოლონეთს ვაჩვენებთ რა შეგვიძლია" - რას აცხადებს რამზან კადიროვი

“უკრაინა- ეს უკვე დახურული საკითხია, მე პოლონეთი მაინტერესებს.

უკრაინის შემდეგ თუ ბრძანება იქნება, ჩვენ 6 წამში ვაჩვენებთ, რა შეგვიძლია. ჯობის, უკან წაიღოთ თქვენი იარაღი და დაქირავებულები. ბოდიში მოიხადეთ ჩვენი ელჩის გამო. თქვენ ძალიან ცუდი თამაშები დაიწყეთ ჩვენს სახელმწიფოსთან”, – აცხადებს რამზან კადიროვი.