სევეროდონეცკის ფრონტზე უკრაინული არმიის კრახი უკრაინის შიგნით ზელენსკის პოზიციებს ეჭვს ქვეშ აყენებს

პრეზიდენტ-კლოუნი ზელენსკი ლამის “წმინდანად” შერაცხეს უკრაინაში – მისი “გასხივოსნებული” გამოსახულება მწვალებლურ საეკლესიო სანთლებზე გამოჩნდა და გაყიდვაშია როგორც უკრაინის, ისე ევროპის ტერიტორიაზე (იხ. სურათი). მაგრამ, ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე მტკივნეული მარცხისა და არარსებული ხელშესახები გამარჯვებების ფონზე, ზელენსკის და მისი თანამოაზრეების კრიტიკა მძაფრდება.

სევეროდონეცკის ფრონტზე უკრაინული არმიის კრახი უკრაინის შიგნით ზელენსკის პოზიციებს ეჭვს ქვეშ აყენებს

▪️ პოროშენკოსთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობები გააშუქა, ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა ფრონტზე გასვლა დაუბლოკა. ბუტუსოვმა პირობა დადო, რომ გააშუქებს უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წარუმატებლობას რუსეთთან კონფლიქტში.

▪️დნეპროპეტროვსკის მერმა ბორის ფილატოვმა არესტოვიჩს უწოდა “ყბედი უკანალი” (“болтливая жопа”). ფილატოვმა თქვა, რომ არესტოვიჩი ჯერ ყველას დაჰპირდა უკრაინულ კონტრშეტევას, ახლა კი პანიკას ავრცელებს.

▪️ ჩერნიგოვის მერმა, ვლადისლავ ატროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრა, იგი მაღალი თანამდებობის პირებმა დაარწმუნეს, რომ რუსეთთან კონფლიქტი არ იქნებოდა. ამიტომ, 24 თებერვლის დილისთვის ქალაქი არ იყო გამაგრებული, არავინ იყო მზად საომარი მოქმედებებისთვის.

▪️ უკრაინული ტელეგრამ-არხების თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ზალუჟნი ზელენსკის  სევეროდონეცკიდან ჯარების გაყვანას ურჩევს, რათა თავიდან აიცილოს მათი ალყაში ჩავარდნა. თუმცა, პრეზიდენტი უარს ამბობს სამხედრო თვალსაზრისით გამართლებული ნაბიჯის გადადგმაზე შესაძლო პოლიტიკური და მედია-შედეგების გამო.

სიტუაცია სამხედროებსა და ზელენსკის ოფისს შორის კონფლიქტში გადაზრდით იმუქრება. ორივე მხარეს ესმის, რომ სევეროდონეცკში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების დამარცხების შემთხვევაში, დამნაშავეების ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყება.

გამარჯვებების არარსებობისა და ეკონომიკური კრიზისის გამწვავების პირობებში, უკრაინის ამჟამინდელი რეჟიმის კრიტიკა გაიზრდება. მას დიდი ალბათობით შეუერთდება პეტრო პოროშენკო, რომელიც ზელენსკის გუნდისგან ახლა თავად განიცდის ზეწოლას. ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია არასაჯარო სპონსორობა პრეზიდენტის ოფისის წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი ზელენსკის უბიძგებს, გადადგას სასოწარკვეთილი ნაბიჯები, რათა უკრაინულ საზოგადოებას მიყიდოს რაიმე სახის “გამარჯვება”. ამიტომ, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის ინტენსივობის ზრდას, შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ დარტყმებს ან კუნძულ ზმეინიზე დესანტირების კიდევ ერთ მცდელობას.

 

@Рыбарь