მაია სანდუ – არის რისკი, რომ მოლდოველებს იმედი გაუცრუვდებათ, რომ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი

მაია სანდუ – არის რისკი, რომ მოლდოველებს იმედი გაუცრუვდებათ, ამ რთულ გარემოსა და რეგიონში ვერ მივიღებთ საკმარის მხარდაჭერას, რომ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი.

მაია სანდუ - არის რისკი, რომ მოლდოველებს იმედი გაუცრუვდებათ, რომ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი

არის რისკი, რომ მოლდოველებს იმედი გაუცრუვდებათ, ამდენი ძალისხმევის, ამ ძალიან რთულ გარემოში და რთულ რეგიონში ჩვენ ვერ მივიღებთ საკმარის მხარდაჭერას, რომ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

როგორც მაია სანდუმ განაცხადა, მოლდოვამ უფრო მეტად უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის.

– “ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიისთვის. ასე უფასოდ არაფერი არ მოგვენიჭება. ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ვიბრძვით, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ბუფერულ ზონაში, რუხ ტერიტორიაზე. ამაყი ვარ მოლდოველებისა, რომ დაგმეს ის რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა. დიახ, საჭირო იყო ბრძოლა ქუჩებში და ნულიდან დაწყება, ისე როგორც მე გავაკეთე ჩემს გუნდთან. რეალურად იმის მიღწევა, რასაც ჰქვია რეალური დემოკრატია, რაც ნიშნავს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალე დაფინანსებას. დემოკრატია გულისხმობს ასევე გამჭვირვალობას ტელეარხების მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავწმინდოთ პოლიტიკა და ჩვენ მხარდაჭერა გვაქვს ადამიანების მხრიდან ასეთი მმართველობის მიმართ. თუმცაღა გაგვაჩნია ძალიან დიდი გარე გამოწვევა. არის რისკი, რომ მოლდოველებს იმედი გაუცრუვდებათ ამდენი ძალისხმევის, ამ ძალიან რთულ გარემოში და რთულ რეგიონში ჩვენ ვერ მივიღებთ საკმარის მხარდაჭერას, რომ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი. არ აქვს მნიშვნელობა კონსოლიდირებული დემოკრატია, თუ გარდამავალი დემოკრატია, როგორშიც მოლდოვა არის. ძალისხმევაა საჭირო დემოკრატიის დასაცავად და ევროკავშირის გადაწყვეტილება ამას ეხება, როდესაც ვამბობ, რომ ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ეხება ქვეყნების დახმარებას, რომ ისინი დარჩნენ დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი ან მათი მიტოვება მოხდეს და მერე უკვე აღარ ეცოდინებათ, რა შანსები აქვთ. დემოკრატია დამოკიდებულია ევროკავშირზე ამ შემთხვევაში” – განაცხადა სანდუმ.

წყარო: accentnews.ge