ორ ბრიტანელს და ერთ მაროკოელს  დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

BBC ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს დონეცკის რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

ორ ბრიტანელს და ერთ მაროკოელს  დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

რესპუბლიკის სასამართლომ ბრალდებულები დონეცკის რესპუბლიკაში ძალაუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდების მცდელობაში და ტერორისტულ საქმიანობაში დამნაშავედ ცნო. დაკავებულებმა ბრალი აღიარეს.

სამივე ბრალდებული უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიმართა დონეცკის რესპუბლიკას, რომ ტყვედ ჩავარდნილ ბრიტანელებს ლმობიერად მოექცნენ. ბრიტანეთის მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ბრიტანეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შონ პინერმა და აიდენ ასლინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს თხოვნით მიმართეს, რომ მან ხელი შეუწყოს და ისინი რუს ოლიგარქში და პუტინთან დაახლოებულ პირზე, ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვალონ.