გერმანული ტაბლოიდი ვიდეოს ავრცელებს კომენტარით: “რუსულ XXL-მატარებელს უკრაინაში სიკვდილი მოაქვს”

ვრცელდება მძიმე საარტილერიო შეიარაღებებით დატვირთული სატრანსპორტო მატარებლის ვიდეო. “ბილდის” ინფორმაციით, ეს არის ირკუტსკიდან წამოსული თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობები, რომლითაც რუსეთი შეტევის გაძლიერებას აპირებს ლუგანსკის ოლქში. “რუსულ მატარებელს სიკვდილი მოაქვს” – ნათქვამია სარედაქციო აუდიოჩანაწერში.

გერმანული ტაბლოიდი ვიდეოს ავრცელებს კომენტარით: "რუსულ XXL-მატარებელს უკრაინაში  სიკვდილი მოაქვს"

ტაბლოიდის ამ კომენტარმა გერმანელი მაყურებლები გაახალისა: “რაო, ამ მატარებელს სიკვდილი მოაქვს? მე მეგონა, რომ მძიმე შეიარაღებებს მშვიდობა მოაქვთ. ახლა ნამდვილად დავიბენი” – წერს ერთი მათგანი, მეორემ კი დასძინა: “რა თქმა უნდა, ნატოს მიერ მოწოდებული იარაღი სულ სხვაა – დემოკრატიული და მშვიდობიანი”…

ვიდეოზე მართლაც ნათლად ჩანს ათეულობით Гиацинт-ები, სამხედრო მანქანები და რამდენიმე ТОС-ი:

 

გერმანული ტაბლოიდი ვიდეოს ავრცელებს კომენტარით: "რუსულ XXL-მატარებელს უკრაინაში  სიკვდილი მოაქვს"