რუსეთმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შთამბეჭდავ საბიუჯეტო პროფიციტს მიაღწია

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, წინასწარი მონაცემებით, შთამბეჭდავი პროფიციტით შესრულდა – 1 ტრილიონ 495,4 მილიარდი რუბლით – იუწყება რუსეთის ფინანსთა სამინისტრო.

რუსეთმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შთამბეჭდავ საბიუჯეტო პროფიციტს მიაღწია

აშშ დოლარებში ეს ციფრი დაახლოებით 16 მილიარდნახევარს შეადგენს.

გასული 5 თვის მანძილზე, საბიუჯეტო შემოსავლებმა 12 ტრილიონ რუბლზე მეტი შეადგინა. ეს არის 48,1% წლის საერთო შემოსავლებთან მიმართებით. საბიუჯეტო გასავალმა 10 ტრილიონ 547 მილიარდი ანუ ბიუჯეტით გაწერილი თანხის 41,5% შეადგინა.

ნავთობითა და ბუნებრივი აირით მიღებული შემოსავლები ამ პერიოდისათვის 5 ტრილიონ 658 მილიარდი რუბლით აღირიცხა (წლიური მაჩვენებლის 59,3%), დანარჩენი, არანავთობის და გაზის შემოსავლები – 6 ტრილიონ 385 მილიარდი რუბლით (41,3%). განისაზღვრა.

საერთო ჯამში, საბიუჯეტო პარამეტრები ამა წლის პირველ ხუთ თვეში თითქმის 50%-ით შესრულდა, რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საფინანსო-ეკონომიკური სფერო მომავალშიც სტაბილურად ამუშაოს.