დროა ვაღიაროთ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია – მიშელი

ახლა უკვე დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებშია – ჟან მიშელი.

დროა ვაღიაროთ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია - მიშელი

ევროკავშირის სამიტამდე 3 დღით ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს ასოცირებული ტრიოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა-ს), ევროპულ პერსპექტივებზე.

მისი თქმით, ამ სამი ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია. მიმართვაში მიშელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მხოლოდ მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა მათ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ასეთივე დასკვნა დადო ევროკომისიამ, რომელმაც მოლდოვასა და უკრაინას გაუწია რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს კი სტატუსის მიღებამდე პირობების შესრულება დაავალა. თუმცა ბრიუსელი რეალურ გადაწყვეტილებას მიიღებს 23-24 ივნისს, როცა რეკომენდაცია ევროკავშირის 27-მავე წევრმა უნდა დაამტკიცოს.

წყარო: radiotavisupleba.ge