“არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი პრემიერის ფეიკებმა” – არახამია

რადას ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ “დავით არახამია დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი”, ეხმაურება და ამბობს:

“არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი პრემიერის ფეიკებმა” – არახამია

“გამარჯობა საქართველო. მინდა, გამოვეხმაურო ფეიკებს, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ავრცელებს… მან თქვა, რომ არახამია, ანუ მე, ვიყავი ევროპასა და აშშ-ში და ვესაუბრე ევროკავშირის წევრებს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი…

საქართველო ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის მეგობარი! მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს უკრაინისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, უკრაინა და მისი ხელისუფლება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი… და გთხოვთ, არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულმა ფეიკებმა”

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა:

‘ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში, ეს მე ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია. და პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყევეტილები დარჩებოდნენ. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ბატონი არახამია, ქართულ გვარის მატარებელი, გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით.”