მოსკოვში, აშშ-ს საელჩოსთან ტერიტორიას “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” დაარქვეს

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ “უსახელო ტერიტორიას”  “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” ეწოდა.

მოსკოვში, აშშ-ს საელჩოსთან ტერიტორიას “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” დაარქვეს

დოკუმენტი მოსკოვის მერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთი აცხადებს, რომ “დონბასის დამცველების ხსოვნის” რუკაზე გაცოცხლების ინიციატივა მოსკოვის საქალაქო ორგანოს დეპუტატებმა გამოთქვეს. ასევე, ირწმუნება, რომ მოსკოვის მთავრობამ მოქალაქეებისგან არაერთი მიმართვა მიიღო სახელის სხვადასხვა ვარიანტზე.