ირაკლი ღარიბაშვილი აშკარა ლიდერია ეროვნული ფასეულობების სადარაჯოზე მყოფი, როგორც ნაც-სექტანტ სატანებთან, ისე ქვეყნის მოღალატეებთან უკომპრომისო ბრძოლაში მყოფი! – გოჩა მუხაშავრია

“ოცნების” წევრი გოჩა მუხაშავრია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ირაკლი ღარიბაშვილი აშკარა ლიდერია ეროვნული ფასეულობების სადარაჯოზე მყოფი, როგორც ნაც-სექტანტ სატანებთან, ისე ქვეყნის მოღალატეებთან უკომპრომისო ბრძოლაში მყოფი! - გოჩა მუხაშავრია

,,სრული სახალხო მხარდაჭერა ქვეყნის პრემიერს და ეროვნულ ლიდერს, ირაკლი ღარიბაშვილს!.. ლიდერს დრო და ვითარება ავლენს! ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშკარა ლიდერია ეროვნული ფასეულობების სადარაჯოზე მყოფი, როგორც ნაც-სექტანტ სატანებთან, ისე ქვეყნის მოღალატეებთან უკომპრომისო ბრძოლაში მყოფი! ნაც-სექტანტების ,,ამორძალმა” რუპორებმა, როგორებიც სამადაშვილ-დეკანოიძე და მისნაირებია, მრავალი წელი ინტენსიურად მხოლოდ იმიტომ ირბინეს ევროპაში, რომ მხოლოდ ემტროთ ქვეყნისთვის და ხელი შეეშალათ წინსვლა-განვითარებისთვის!” – წერს გოჩა მუხაშავრია სოციალურ ქსელში.

,,ჭეშმარიტი ქართველები ირაკლი ღარიბაშვილთან არიან”, ,,მხარს ვუჭერ საქართველოს, მაშასადამე პრემიერს”, ,,სრული მხარდაჭერა ბატონ ირაკლის, გაერთიანებაა საჭირო, რათა ერთხელ და სამუდამოთ მოვიშოროთ თავიდან ეს ხორცმეტები”, ,,მართლაც, ბოლო წლებში ასეთი გამოკვეთილი ეროვნული ლიდერი იშვიათობააა, დავაფასოთ სათანადოდ’, – წერენ კომენტარებში.