ახალციხეში ყირიმ-კონგო 21 წლის ბიჭს დაუდასტურდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება სოფელ მუსხში მცხოვრებ 21 წლის კაცს დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. 

ახალციხეში ყირიმ-კონგო 21 წლის ბიჭს დაუდასტურდა

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. უტარდება შესაბამისი საჭირო რეანიმაციული მკურნალობა. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პაციენტი მკურნალობას სრულ გამოჯანმრთელებამდე
ბოქსირებულ განყოფილებაში გააგრძელებს“, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ წელს სამცხე–ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 24 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი პაციენტი გარდაიცვალა.