აზერბაიჯანში პირველად გეგმავენ პრაიდის თვის აღნიშვნას

აზერბაიჯანში პირველად გეგმავენ პრაიდის თვის აღნიშვნას.

აზერბაიჯანში პირველად გეგმავენ პრაიდის თვის აღნიშვნას

აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტები გეგმავენ, ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრაიდის ღონისძიებები გამართონ.

“ეს ინიციატივა ერთად წამოვაყენეთ, რათა ვიყოთ ხმა ყველასი, ვინც პრობლემების წინაშე დგას, ვისაც ემუქრება საზოგადოება და ხელისუფლება, ვისი უფლებებიც ირღვევა” – ამბობს აქტივისტი რაბია მამადოვა.

ღონისძიებების დაგეგმვაში ჩართულები არიან ქვიარ უფლებების აქტივისტები ჯავიდ ნაბიევი და ალი მალიკოვი.

– “ჩავთვალეთ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე აზერბაიჯანში უნდა აღინიშნოს პრაიდის თვე. ამისთვის კარგი მიზეზები გვაქვს. თემს ემუქრება როგორც საზოგადოება, ასევე სახელმწიფო. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ქვიარ საზოგადოებამ ახლა უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ისეთ ქვეყანაში, როგორიც აზერბაიჯანია, ძალიან საშიშია მოვლენების წინასწარ დაგეგმვა და მათი გამოცხადება, ამიტომ ჩვენი დისკუსიები ჯერ კიდევ გრძელდება” – ამბობს მამადოვა.

მისივე თქმით, ეს არის აქტივისტების პირველი ნაბიჯი პრაიდის თვესთან დაკავშირებით და გააკეთებენ ყველაფერს, რათა ამან პერმანენტული ხასიათი მიიღოს.

წყარო: newposts.ge