BRICS ჯგუფის სამიტი G7-ის ლიდერების შეხვედრის წინა დღეს გაიმართა, მას ინდონეზია და არგენტინა დაემატება

“კოლექტიური დასავლეთისთვის” მნიშვნელოვან და ფაქტობრივად დაუძლეველ გამოწვევად რჩება, სახელმწიფოთა კოალიცია რუსეთისა და ჩინეთის მეთაურობით, რომელიც დასავლეთის ეკონომიკურ – პოლიტიკური ალიანსის საპირწონედ არის შექმნილი.

BRICS ჯგუფის სამიტი G7-ის ლიდერების შეხვედრის წინა დღეს გაიმართა, მას ინდონეზია და არგენტინა დაემატებაეს კოალიცია კი სულ უფრო ძლიერდება როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად

მაგალითად : ბრიტანეთსა და საფრანგეთში შესაძლოა მიაჩნიათ, რომ ქვეყნების უმეტესობა უკრაინას უჭერს მხარს.
თუმცა, ისინი შორს არიან რეალობისგან: ანტიდასავლური ალიანსი ძლიერდება პოლიტიკურად და ეკონომიკურად და ის უკვე მოიცავს სახელმწიფოებს მთელს მსოფლიოში“, –
BRICS ჯგუფის სამიტი G7-ის ლიდერების შეხვედრის წინა დღეს გაიმართა.

„ამჟამად კი დაგეგმილია ორგანიზაციის გაფართოება ისეთი სახელმწიფოების დამატებით, როგორიცაა ინდონეზია და არგენტინა“.

ამდროს კი “კოლექტიური დასავლეთი” ფაქტობრივად ვერაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად.

„საგულისხმოა, რომ G7-ის შემადგენელი ქვეყნების მოსახლეობა დაახლოებით 771 მილიონი ადამიანია, მოწინააღმდეგე ბლოკის შვიდ სახელმწიფოში კი სამ მილიარდზე მეტი ცხოვრობს“,

ციტატა ჩინური ჟურნალიდან Huanqiu Shibao – “G7 არის მე-20 საუკუნის რელიქვია, ხოლო BRICS არის მომავლის ორგანიზაცია”.
BRICS-ის ფარგლებში ეკონომიკური კავშირები სულ უფრო მჭიდრო ხდება. კერძოდ, ჩინეთი აქტიურად ავითარებს 5G ქსელს ბრაზილიაში, ხოლო რუსეთი არის სასუქების მთავარი მიმწოდებელი სამხრეთ ამერიკისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ხორცის მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში.

„ვინაიდან, სანქციების გამო, რუსებს აღარ შეუძლიათ Visa-ს ან Mastercard-ის გამოყენება, ისინი ახლა იხდიან ჩინური გადახდის სისტემის UnionPay-ის გამოყენებით. რუსეთის ბაზარზე ჩინეთში წარმოებული მანქანების რაოდენობა იზრდება, ხოლო ინდური სუპერმარკეტების ქსელები თავის ფილიალებს ამ ქვეყანაში გახსნიან. რუსული ნავთობი ახლა ინდოეთში მიედინება. ინდოეთი რუსული ნახშირის იმპორტს ახორციელებს“, – BRICS-ის კავშირების გაძლიერება ყველაზე მეტად დასავლელი ლიდერებისთვის უნდა იყოს შეშფოთებული. „დასავლეთს სურს ინდოეთი დემოკრატიულ ბანაკში ნახოს.

ირაკლი ჯანყარაშვილი