დანია საქართველოში საელჩოს გახსნის

დანია საქართველოში საელჩოს გახსნის.

დანია საქართველოში საელჩოს გახსნის

დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ დანიის საგარეო მინისტრმა იეპე კოფოდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასეს დანიასა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა, რამაც ბოლო წლებში “განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა”.

– “ხაზი გაესვა საქართველოს და ზოგადად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მახრდაჭერას, რაც სათანადოდ არის ასახული დანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ კავშირებზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის” – წერია განცხადებაში.

წყარო: accentnews.ge