კობახიძე ჩინჩალაძის არჩევაზე – “ეს იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაა და ჩვენ ამას არ შევაფასებთ”

კობახიძე ჩინჩალაძის არჩევაზე – “ეს იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაა და ჩვენ ამას არ შევაფასებთ”.

კობახიძე ჩინჩალაძის არჩევაზე - "ეს იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაა და ჩვენ ამას არ შევაფასებთ"

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნის ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებს.

– “იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და არავის აქვს უფლება, მით უმეტეს, პარლამენტარს, ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

მისი თქმით, სასამართლოს კრიტიკის მიღმა პოლიტიკური ინტერესი დგას:

„მათ უნდათ, გაჭედონ სასამართლო და თვითონ მოიპოვონ ხელახლა კონტროლი სასამართლოზე, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. გვახსოვს სააკაშვილის და ადეიშვილის სასამართლო“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მიხეილ ჩინჩალაძე “ადეიშვილის ნდობით აღჭურვილ მოსამართლედ მიიჩნეოდა”, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

– “არსებული მოსამართლეების დიდი ნაწილი მაშინაც მუშაობდა, მაგრამ სისტემა იმართებოდა სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ. მერე მოდიოდნენ კუბლაშვილი, სხვა მოსამართლეები, გიორგი პაპუაშვილი და ა.შ. მთლიანად დალაგებული ჰქონდათ სისტემა. დღეს ეს ადამიანები მათ მიერ აღიარებული და ცაში აყვანილი ექსპერტები არიან“.

წამყვანის კითხვაზე, თუ მოსამართლეს მართავს ერთი ხელისუფლება, მეორე რატომ ვერ იზამს ამას, კობახიძე პასუხობს, რომ “პოლიტიკური ნება არის შეცვლილი მთლიანად, თავიდან ბოლომდე”.

“2012 წლამდე გვქონდა მილიონი ქეისი, რომ იქ ხდებოდა უბედურება, დღეს ერთი ქეისი ვერ მოაქვთ, რომელიც დაამტკიცებდა, რომ სასამართლოში არის პრობლემა” – დასძინა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. ჩინჩალაძის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაემტკიცებინა მისი კანდიდატურა, რამდენადაც მათი განცხადებით, ჩინჩალაძე ერთ-ერთია სასამართლო სისტემაში მყოფ გავლენიან პირებს შორის, რომელთაც კლანად მოიხსენიებენ.

წყარო: ptn.ge