მძღოლი ამბობდა, თუ ბავშვი მოვკალი, ხალხო მეც მომკალითო… – ცნობილია უმძიმეს ავარიაში მოყოლილი მოზარდის ვინაობა და ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები

დღეს, კახეთში, ლაგოდეხის გზატკეცილზე მომხდარმა ავარიამ საქართველო შეძრა. 5 წლის ბავშვს სოფელ შრომაში ავტომობილი დაეჯახა.

მძღოლი ამბობდა, თუ ბავშვი მოვკალი, ხალხო მეც მომკალითო... - ცნობილია უმძიმეს ავარიაში მოყოლილი მოზარდის ვინაობა და ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ მოზარდი ადგილობრივი ანდრია პოღოსიანია. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ბავშვმა დედას ხელი გაუშვა და გზაზე, ავტომობილის მიმართულებით მაღაზიისკენ გაიქცა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა.

მძღოლი უმძიმეს მდგომარეობაშია მორალური თვალსაზრისით, ამბობდა, თუ ბავშვი მოვკალი, ხალხო მეც მომკალით, აქედან ცოცხალი არ გამიშვათო… მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ამბობენ, თავად ბავშვი შეუვარდა ბორბლებში, როცა გზაზე გადაირბინაო.

ცალკე მძღოლს ვდარდობთ, წესიერი და კარგი ადამიანია, ცალკე ანდრიას დედის ცოდვით აღარ ვართ… ნინო უმძიმესად არის, შვილი ამ მდგომარეობაში ჩავარდა…” – ამბობს ადგილობრივი.

წყარო: პრაიმტაიმი