,,პრემიერო, მადლობა, რომ არსებობთ! ჩვენი მიწა სისხლით იქნებოდა მორწყული, თქვენ რომ არა” – გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და ფეისბუქში წერს:
,,დაბადების დღეს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ, პრემიერო – მადლობა, რომ არსებობთ!

,,პრემიერო, მადლობა, რომ არსებობთ! ჩვენი მიწა სისხლით იქნებოდა მორწყული, თქვენ რომ არა” – გელა ზედელაშვილი
პირადად გლდანის ციხესთან გავიცანი. საკმაოდ ბნელოდა. თამაზ თამაზაშვილის პატიმრობას და სააკაშვილის ხროვის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს ვაპროტესტებდით. აქეთ იდგა, კუთხეში, მოწყენილი იყო, ნერვიულობდა.
ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. კი, ალბათო, ხელი ჩამომართვა. მისი ხელიდან ისეთი ენერგია წამოვიდა, გამიკვირდა, დღემდე ვგრძნობ – ეს იყო რაღაც განსაკუთრებული ძალა.
მერე რაც იყო და როგორც იყო, იცით – მის მაღალ თანამდებობებს მოჰყვა ფარისეველთა შემოსევა და რამდენიმეწლიანი პაუზა. ვფიქრობ, ის წლები საქართველომ უფრო დაკარგა, ვიდრე ირაკლიმ. მაშინ ახლგაზრდა იყო, ვერც კი იფიქრებდა, ირგვლივ ამდენი მოღატე თუ გამოუჩნდებოდა. სამწუხაროდ, ეს ჩვენი, ქართველების სენია.
მას მერე საკმაო დრო გავიდა… ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის იმავე ასაკში, ეს ეტყობა კიდევაც ყველა მიმართულებით – რაც მთავარია, მან იცის, როგორ მოიგერიოს ქვეყნის მტრები და როგორ გაიყვანოს საქართველო სამშვიდობოს.
სადღეგრძელოს არ ვამბობ: რომ არა ირაკლი თავის გარემოცვასთან ერთად, დღეს აქ ყველაფერი თავზე გვექნებოდა ჩამონგრეული და ჩვენი მიწა სისხლით იქნებოდა მორწყული. მოხდებოდა ზუსტად ის, რაც ხდება უკრაინაში!
ჩვენ წაგებული ომებისთვის არ გვცალია, ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობიანი მეთოდებით. ჩვენ სისხლისგან ვეღარ დავიცლებით!
გილოცავთ, პრემიერო! თქვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან ბევრი საქმე გაქვთ საკეთებელი, გისურვებთ წარმატებებს! ახლაც, 10 წლის შემდეგ, იგივეს გეტყვით: ყველაფერი კარგად იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. მადლობა, რომ არსებობთ!”.