რატომ ახსენა მიშელმა “ტრიოს” ჩამორჩენილი ქვეყანა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად – საქართველომ “კალათა” იცვალა?

რატომ ახსენა შარლ მიშელმა “ტრიოს” ჩამორჩენილი ქვეყანა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად – რა საქართველომ “კალათა” იცვალა?

რატომ ახსენა მიშელმა "ტრიოს" ჩამორჩენილი ქვეყანა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად - საქართველომ "კალათა" იცვალა?

მას შემდეგ, რაც საქართველო მისივე ინიციატივით შექმნილ “ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს (უკრაინა, მოლდოვა) ჩამორჩა, ქვეყნის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერებში მზარდია შიში, არ ამოვარდეს ქვეყანა ხსენებული პოლიტიკური გეოგრაფიიდან – აქვს რა ევროკავშირს გაფართოების კუთხით ჯგუფური მიდგომა, უკრაინასა და მოლდოვას ჩამოშორების შემთხვევაში, ბუნდოვანი გახდება საქართველოს პერსპექტივა, ვისთან მოუწევს მას დაჯგუფება. ამ ფონზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალ მიშელის მიერ ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს ერთ კონტექსტში ხსენებამ პროცესზე რიგ დამკვირვებლებში შეშფოთება გამოიწვია.

– “ეს ომი უკრაინაში, ასევე აყალიბებს ევროკავშირს. სულ რამდენიმე დღის წინ, ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს, მას შემდეგ, რაც რეფორმები განხორციელდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის” – განაცხადა შარლ მიშელმა გერმანიაში, G7 სამიტის წინ.

ინფორმაციისთვის: ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვოსთან ერთად, ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყანაა. ბოსნია და ჰერცეგოვინა დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატად დასახელდა სალონიკის ევროპული საბჭოს სამიტზე. ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წლის თებერვალში გააკეთა. კომისიამ თავისი მოსაზრება განაცხადის შესახებ 2019 წლის მაისში გამოაქვეყნა და ბოსნია და ჰერცეგოვინას განუსაზღვრა 14 ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კუთხით. ბოსნია და ჰერცეგოვინას ეს პირობები ამ დრომდე არ აქვს შესრულებული.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ფაქტის კონსტატაციასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე რაიმე სახის გადაჯგუფებასთან, ვინაიდან საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა ამ დროისთვის ერთი და იმავე საფეხურზე დგანან, ორივეს შემთხვევაში პერსპექტივა აღიარებულია და განსაზღვრულია პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

წყარო: accentnews.ge