სკლეროზ-მიშოზი ახალი და ენდემური მოვლენაა

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:

სკლეროზ-მიშოზი ახალი და ენდემური მოვლენაა
“ვუერთდები ნაციონალური მოძრაობის აღშფოთებას!
რა დროს გალობაა, როდესაც მესამე პრეზიდენტს აწამებენ!
ან იქ არ უნდა სცოდნოდათ კარდინალებს, რომ საგალობლები მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც დააფუძნა საქართველოს სახელმწიფო?
ისაა ფარნავაზიც, დავითიც, დემეტრეც და ცოტნე დადიანიც, ისაა ანი და ჰოე.
ან რატომ არ მოასმენინეს უკრაინის ჰიმნის ის საოცარი შესრულება გვარამიას ასისტენტობით?
ან , მიხეილის და ნიკას უწამებელი დიდმოწამეობით არ აღშფოთენენ, ,ან მეუფე ნიკოლოზის მიერ დამოწმებული 48 დღიანი სასწაულებრივი მშრალი მარხვის შესახებ არაფერი სმენიათ?
თუ არ ჯერავდათ, ქართული მედიისთვის მაინც ეკითხათ, რომელიც, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, არასოდეს იტყუება.
არა! უსირცხვილოდ იჯდნენ და მწამებლებთან ერთად საგალობლებს უსმენდნენ.
ქვა უდევთ გულის მაგივრად.
ევროპის შემარცხვენლები, ეგენი!
მაგათ ჯერ მიშისტების წყევლა არ იციან რა არის!
თავზე ჩამოემხობათ ის სიქსტის კაპელა, მიქელანჯელოს მოხატული, რომელზეც ლანა ღოღობერიძეს უთქვამს, მიქელ-გაბრიელი ვიცი, ეს მიქელანჯელო ვიღააო.
სკლეროზ-მიშოზი ახალი და ენდემური მოვლენაა, მას ღრმა და საფუძვლიანი კვლევა ესაჭიროება.
და საერთოდ, ყველა არამიშისტის წარმატება აღმაშფოთებელია.
ყველაფერი მიშასთან მიმართებაშია ღირებული!
საერთო-სახალხო ჭმუნვა უნდა გამოვაცხადოთ.
სხვა სახეობის ფუნდამენტალისტ მჭმუნვარეებზე არაფერს ვამბობ, ყველგან მტერს და უარყოფითი ემოციების გამოხატვის მიზეზს რომ ეძებენ.”