„ჩვენი თეკლა აღარ გვყავს!” – 17 გოგონა მაინც დამარცხდა, სამწუხარო ინფორმაციას დაღუპულის დეიდა ავრცელებს

ჟურნალისტი რუსუდან გიგაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ წერდა, 17 წლის მოზარდს ლეიკემია ჰქონდა.

„ჩვენი თეკლა აღარ გვყავს!" - 17 გოგონა მაინც დამარცხდა, სამწუხარო ინფორმაციას დაღუპულის დეიდა ავრცელებს

“ჩემი თეკლა, ჩემი დისშვილი დღეს 17 წლის გახდა. გვჯეროდა, რომ ამ დღეს ლეიკემია დამარცხებულები ერთად ვიზეიმებდით საქართველოში, მაგრამ დღეს ის სტამბოლში აჯიბადემის კლინიკის რეანიმაციაშია და ისევ იბრძვის.

ჩემი ძლიერი გოგო 8 თვეა გაუსაძლისს უძლებს.

მან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს! თეკლამ ისევ უნდა იბრჭყვიალოს, ისევ უნდა იციმციმოს, ისევ უნდა გვაბედნიეროს, ისევ გაგვიხაროს გულები! სხვანაირად არ შეიძლება!” – წერდა დეიდა.

თუმცა ამჯერად მან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა:

“ჩვენი თეკლა აღარ გვყავს!” – დაწერა ჟურნალისტმა.