ალექსანდრე ზარნაძე: რუსეთს დღეში საშუალოდ 977 მილიონი ნავთობდოლარი შესდის

მოსალოდნელი სანქციებისა და იმპორტის აკრძალვების მიუხედავად, რუსეთმა უკრაინის მოვლენების დაწყებიდან პირველი 100 დღის განმავლობაში 97,7 მილიარდი დოლარის წიაღისეული საწვავი გაიტანა. ეს არის საშუალოდ 977 მილიონი დოლარი დღეში. რა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ახორციელებს რუსეთი და ვის მიაქვს ეს საწვავი?

ალექსანდრე ზარნაძე: რუსეთს დღეში საშუალოდ 977 მილიონი ნავთობდოლარი შესდის

რუსეთი არის ნედლი ნავთობის მსოფლიოში სიდიდით მესამე მწარმოებელი და მეორე ექსპორტიორი. უკრაინის კრიზისის დაწყებიდან 100 დღეში ნავთობი იყო რუსეთის ყველაზე ძვირფასი წიაღისეული საწვავის ექსპორტი, რომელიც შეადგენდა 48 მილიარდ დოლარს, რაც მთლიანი ექსპორტის შემოსავლის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

მაშინ, როცა რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება ხდება ტანკერებით, მილსადენების ქსელი რუსული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას ახდენს. ფაქტობრივად, ევროკავშირის ბუნებრივი აირის იმპორტის 41%-ს რუსეთს უკავია და ზოგიერთი ქვეყანა თითქმის მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული. მილსადენის გაზით ექსპორტირებული 25 მილიარდი დოლარიდან 85% ევროკავშირს მიეწოდება.

წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლის 61% ევროკავშირის ბლოკზე მოდიოდა, 100 დღის განმავლობაში.

გერმანია, იტალია და ნიდერლანდები – ევროკავშირისა და ნატოს წევრები – უმსხვილეს იმპორტიორებს შორის იყვნენ, მხოლოდ ჩინეთის შემდეგ.

დიაგრამა:

ალექსანდრე ზარნაძე: რუსეთს დღეში საშუალოდ 977 მილიონი ნავთობდოლარი შესდის

ჩინეთმა გადაუსწრო გერმანიას, როგორც მთავარ იმპორტიორს, მაისის თვეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი/დღეში დისკონტირებული რუსული ნავთობის იმპორტით, რაც 55%-ით მეტია ერთი წლის წინანდელთან შედარებით. ანალოგიურად, რუსეთმა აჯობა საუდის არაბეთს, ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლის სტატუსით.

იმპორტის ყველაზე დიდი ზრდა ინდოეთიდან მოვიდა, რომელმაც რუსული ნავთობის ექსპორტის 18% იყიდა. ინდოეთში შესული ნავთობის დიდი ნაწილი რეექსპორტირებულია, როგორც რაფინირებული პროდუქტები აშშ-სა და ევროპაში, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებელნი გახდნენ რუსული იმპორტისგან.

გლობალურად, წიაღისეული საწვავის ყოველთვიური იმპორტი რუსეთიდან მაისში 15%-ით შემცირდა, რაც რუსეთის გარშემო უარყოფით პოლიტიკური განწყობებით არის განპირობებული.

რუსული საზღვაო ნავთობპროდუქტების ბოლოდროინდელი აკრძალვების გათვალისწინებით, იმპორტის შემცირება სავარაუდოდ ეტაპობრივად გაგრძელდება და დამოკიდებული იქნება ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოზე.

 

ალექსანდრე ზარნაძე,

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი (PhD), შანხაის Jiao Tong უნივერსიტეტი

Telegram: @ZarnadzeAleko