„არ ვიცი, როგორ უნდოდათ გაშიშვლება, წელამდე თუ წელს ქვევით, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა“ – პუტინი G7-ის ლიდერებზე

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის დასასრულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

„არ ვიცი, როგორ უნდოდათ გაშიშვლება, წელამდე თუ წელს ქვევით, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა“ - პუტინი G7-ის ლიდერებზე

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა, როგორ შეაფასებდა გერმანიაში G7-ის სამიტს, რომლის ერთ-ერთი თემა იყო „როგორ დავსაჯოთ რუსეთი უფრო მტკივნეულად“. ლიდერებმა სამიტის დაწყებამდე იხუმრეს პუტინის ფოტოზე, რომელშიც ის წელს ზევით შიშველია.

კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა: „მოდით, ჟაკეტები გავიხადოთ, პუტინზე მაგარი ვიქნებით“. ჯასტინ ტრუდოს გარდა, სხვა ლიდერებმაც გააკეთეს კომენტარი პუტინის სურათზე. თავად რუსეთის პრეზიდენტი კი ასე გამოეხმაურა:

„არ ვიცი, როგორ უნდოდათ გაშიშვლება, წელამდე თუ წელს ქვევით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა. მაგრამ თუ გახსოვთ პუშკინი, შეიძლება სიტყვებში ვცდები, მან თქვა: „შეგიძლია იყო საქმიანი ადამიანი და იფიქრო ფრჩხილების სილამაზეზე“. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამას. ადამიანში ყველაფერი ჰარმონიულად უნდა იყოს განვითარებული, სულიც და სხეულიც. მაგრამ იმისათვის, რომ ყველაფერი ასე ჰარმონიული იყოს, უარი უნდა თქვათ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაზე, სხვა მავნე ჩვევებზე, დაკავდეთ ფიზკულტურით, სპორტით“, – განაცხადა პუტინმა.