“მავნებლური ნარატივია, ФСБ-ს დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს” – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ჟურნალისტებთან საუბარში, რუსულ პროპაგანდას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ს საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართვა სურს:

“მავნებლური ნარატივია, ФСБ-ს დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს” – დეგნანი

“მინდა ვუპასუხო მავნებლური ნარატივს, რაც ჩანს, რომ პირდაპირ ФСБ-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოებიდან მოდის. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში. აშშ-ს არ სურს, ამ ომის გაფართოება და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ეს ომი.

პუტინმა დაიწყო ეს აგრესიული, ბრუტალური ომი უკრაინის წინააღმდეგ და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია და გასული 30 წლის განმავლობაში რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა იმითვის, რათა დახმარებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველებს ახსოვდეთ, რომ ეს რუსეთია, ვინც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა; რუსეთი იყო, რომელიც ცდილობდა თქვენი ენის განადგურებას; ეს რუსეთი იყო, რომელიც თქვენს ეკლესიებს შეურაცხყოფდა და ცხოველების სადგომად იყენებდა. თუ არის კითხვები იმის შესახებ, რას ნიშნავს რუსების მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ საზღვარს. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან”

გუშინ, 29 ივლისს, “ქართული ოცნებიდან” წასულმა სამმა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც 6 თვის შემდეგ მიენიჭება, თუკი ქვეყანა “ომში არ ჩაერთო ან სანქციები არ დაუწესა რუსეთს”.