“პარლამენტის სხვა წევრებსაც მოვუწოდებ, დატოვეთ „ქართული ოცნება”

“პარლამენტის სხვა წევრებსაც მოვუწოდებ, დატოვეთ „ქართული ოცნება”.

"პარლამენტის სხვა წევრებსაც მოვუწოდებ, დატოვეთ „ქართული ოცნება"

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების” წევრ დეპუტატებს მოუწოდებს, დატოვონ პარტია.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა და რაღაც არასტანდარტული ნაბიჯები უნდა გადადგან.

– „ოლიგარქიულ რეჟიმს ძალიან ეშინია ვითარების, რაც ქვეყანაშია. არავინ ვფიქრობთ, რომ ეს 3 ადამიანი საქართველოში ევროინტეგრაციის მთავარ აპოლოგეტად იქცევა. მთავარი საკითხი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ კარგად ხედავს, რომ მათი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა და რაღაც არასტანდარტული ნაბიჯები უნდა გადადგან. პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მოვუწოდებ, დატოვეთ „ქართული ოცნება“, სანამ ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ პერსონალურად თქვენც – მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან მალე გააკეთოთ“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვეს.

წყარო: accentnews.ge