როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს

1-ელ ივლისს ქუთაისში +28 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით წვიმა +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს

წვიმა იქნება ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. პერიოდულად წვიმს ამბროლაურში. ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +26, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექს ვარაუდობენ ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი ამინდია, +25 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი.

იწვიმებს გუდაურშიც. დღისით +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +19, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდია. +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.