პუტინი რუსეთს ნავთობსიმდიდრეებზე სრულ კონტროლს უბრუნებს – უცხოელები თამაშის ახალ წესებს უნდა მოერგონ!

კრემლის შეფმა, ვლადიმირ პუტინმა ბრძანებულება გამოსცა მრავალმილიარდიანი აქტივების მფლობელი ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კონსორციუმის Sakhalin Energy-ის ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ უცხოელ აქციონერებს Shell-ს, Mitsui-სა და Mitsubishi-ს აქციების დაკარგვა ემუქრებათ.

პუტინი რუსეთს ნავთობსიმდიდრეებზე სრულ კონტროლს უბრუნებს - უცხოელები თამაშის ახალ წესებს უნდა მოერგონ!

„რუსეთის მთავრობა ქმნის რუსულ შპს-ს, რომელსაც (…) გადაეცემა სახალინის Sakhalin Energy Investment-ის  ყველა უფლება და ვალდებულება“, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც გამოქვეყნდა ხუთშაბათს საღამოს.

ამით ერთობლივი საწარმოს ყველა საკუთრების უფლება გადაეცემა რუსეთს. არსებული აქციონერები – გაზპრომი (50 პროცენტი პლუს ერთი აქცია), Shell (27,5 პროცენტი ერთი აქციის გამოკლებით), Mitsui (12,5 პროცენტი) და Mitsubishi (10 პროცენტი) – სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ ოპერაციულ კომპანიაში, რომელიც ჯერ კიდევ უნდა ჩამოყალიბდეს. ყოველდღიურმა გაზეთმა “კომერსანტმა” პარასკევის გამოცემაში ამას “ერთგულების ტესტი” უწოდა. პუტინმა საკუთრების სტრუქტურაში ცვლილებები დასავლური სანქციებით გაამართლა, რამაც საფრთხე შეუქმნა წარმოების არსებობას.

თუ უცხოური კომპანიები უარს იტყვიან ახალ სქემაში მონაწილეობაზე, რუსეთის მთავრობას სურს გაყიდოს მათი აქციები ოთხი თვის განმავლობაში, მაგრამ შემოსავალი გადაიტანოს დაბლოკილ ანგარიშზე, რომელზეც კომპანიებს არ გააჩნიათ წვდომა.

შესაძლებელია გარემოსდაცვითი ზიანის კომპენსაციის მოთხოვნაც
გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ უნდა ჩაატაროს უცხოური კომპანიების ექსპერტიზა, რათა მოითხოვოს კომპენსაცია რუსეთში შესაძლო გარემოსდაცვითი ზიანისთვის. 2006 წელს მოსკოვმა გამოიყენა ეს ბერკეტი, რათა გაზპრომი მიეყვანა მანამდე წმინდა უცხოურ კონსორციუმში. იაპონური კომპანიების Mitsui-სა და Mitsubishi-ის აქციები მკვეთრად დაეცა პარასკევის ადრეულ ვაჭრობაში, ამ ახალი ამბების გამო.

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვმა პარასკევს კომენტარი გააკეთა თემაზე და არ დაეთანხმა თეზისს, რომ ადგილი აქვს პრეცედენტის შექმნას, სხვა უცხოური კომპანიების ექსპროპრიაციისთვის.

იაპონიამ, რომელიც ამჟამად რუსეთისგან გაზის იმპორტის დაახლოებით 9 პროცენტს იღებს, მომხდართან დაკავშირებით ფრთხილი რეაგირება მოახდინა. ”ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ ოპერატორს და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ”, – თქვა პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამ. Mitsui-დან და Mitsubishi-დან ამ ეტაპზე მხოლოდ “ფაქტების შემოწმებას” აპირებენ. Shell-მა განაცხადა, რომ იგი, როგორც აქციონერი, ყოველთვის მოქმედებდა Sakhalin-2-ის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა სამართლებრივი მოთხოვნის შესაბამისად. კომპანიამ იცის რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მოვლენების განვითარებას ელოდება.

Sakhalin Energy აწარმოებს ნავთობს და გაზს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის კუნძულ სახალინის მახლობლად. კონსორციუმი ასევე ფლობს გაზის გათხევადების ქარხანას (LNG). საკუთარი მონაცემებით, კომპანიამ 2020 წელს 37,9 მილიონი ბარელი ნავთობი და 11,6 მილიონი ტონა თხევადი აირი გაგზავნა.

 

yahoo.de