ნატოს ბაზები ფინეთსა და შვედეთში ამ ქვეყნებს არ დაიცავს, პირიქით, მათ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის

რუსეთის დუმის სპიკერი – ნატო-ს ბაზები ფინეთსა და შვედეთში ამ ქვეყნებს არ დაიცავს, პირიქით, მათ მოსახლეობას მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის.

ნატოს ბაზები ფინეთსა და შვედეთში ამ ქვეყნებს არ დაიცავს, პირიქით, მათ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის

ნატო-ს ბაზები ფინეთსა და შვედეთში ამ ქვეყნებს არ დაიცავს, პირიქით – მათ მოსახლეობას მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის, – ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მანამდე ფინეთის ქალაქ ლაპენრანტას მერი, კიმო იარვუ ქალაქში ნატო-ს ბაზის განთავსების ინიციატივით გამოვიდა. რუსეთის დუმის სპიკერის თქმით, მერის მოსაზრება, რომ ეს შექმნის უსაფრთხოების განცდას, მცდარია, რადგან კონფლიქტის შემთხვევაში, დარტყმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

წყარო: 1tv.ge