სალომე სამადაშვილი – არავის ჰქონდა მოლოდინი ერთი, ან ორი აქციის შედეგად ძალაუფლებას რომ დასთმობდნენ

სალომე სამადაშვილი – არავის ჰქონდა მოლოდინი ერთი, ორი ან თუნდაც სამი აქციის შედეგად ავტოკრატიული რეჟიმი გაიქცეოდა და დათმობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას.

სალომე სამადაშვილი - არავის ჰქონდა მოლოდინი ერთი, ან ორი აქციის შედეგად ძალაუფლებას რომ დასთმობდნენ

გასული ორი კვირის მანძილზე სამჯერ საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში, მათ შორის ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების. მსგავსი საჯარო პროტესტი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის, მოითხოვს და ელოდება ამ პოლიტიკურ ცვლილებებს – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი.

– “ცხადია, არავის ჰქონდა მოლოდინი ერთი, ორი ან თუნდაც სამი აქციის შედეგად ავტოკრატიული რეჟიმი, როგორიც არის ივანიშვილის, ოლიგარქის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელმაც ქვეყანაში უზურპაცია გაუკეთა პოლიტიკურ ძალაუფლებას, გაიქცეოდა და დღეს დათმობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას. პოლიტიკური ბრძოლა პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში დღეს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე გააქტიურდა, მათ შორის ახალგაზრდობა და მიზანმიმართული მოქმედებით და კოორდინირებული გეგმით, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასმთავრობო ორგანიზაციების. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ ბრძოლას. ამ ბრძოლის ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ოლიგარქიული რეჟიმისგან გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროპული განვითარების გზაზე” – განაცხადა სამადაშვილმა.

წყარო: 1tv.ge