„ქორწილს ველით“ – ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ფართო საზოგადოებამ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო, სადაც ორივე მათგანი პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში არაერთხელ იყო მიწვეული.

„ქორწილს ველით“ – ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს

მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუდმივად ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ რეალურ ცხოვრებაშიც წყვილია და ერთმანეთი უყვართ. თავად კი ამბობენ, რომ საუკეთესო მეგობრები არიან და ერთმანეთის გარეშე ცეკვა ვერ წარმოუდგენიათ.

ჯულიანამ რამდენიმე დღის ოთოსთან გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილმა ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

„ქორწილი არ გვაწყენდა“; „როგორ უხდებით ერთმანეთს. ჯულიანამ თაიგული დაიჭირა, ველით ქორწილს“; „თუ ვინმეს უნდა, რომ ნახოს რა არის ბედნიერება, თავად ესენი არიან ბედნიერება“; – წერენ სოცქსელის მომხმარებლები.

„ქორწილს ველით“ – ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს