კანში ირმა ნიორაძის ორგანიზებით გალაკონცერტი გაიმართა

საფრანგეთის ქალაქ კანში დიდი ბალეტის ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი პრიმაბალერინა, მარიინსკის თეატრის ვარსკვლავი, ირმა ნიორაძე იყო.

კანში ირმა ნიორაძის ორგანიზებით გალაკონცერტი გაიმართა

გალაკონცერტზე კლასიკური და თანამედროვე ბალეტის რეპერტუარი წარმოადგინეს ვენის, ესპანეთის, სლოვენიის, ინგლისის, ამსტერდამის, უკრაინის ეროვნული ბალეტის ვარსკვლავებმა.

ფრანგული პალედეფესტივალის ფარგლებში გალაკონცერტი „საუკეთესო ბალეტის ერთი საღამო” Askaneli Art-ის და პრიმაბალერინას, ირმანიორაძის ორგანიზებით გაიმართა და მშვიდობის თემას მიეძღვნა.