უჯრაინაში არსებობს კითხვები ცალკეული ხელმძღვანელების მუშაობასთან დაკავშირებით!

უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საკადრო აუდიტის შედეგად სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას.

უჯრაინაში არსებობს კითხვები ცალკეული ხელმძღვანელების მუშაობასთან დაკავშირებით!

უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი ფიოდორ ვენისლავსკი არ გამორიცხავს ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საკადრო აუდიტის შედეგად სისხლის სამართლის საქმების აღძვრას.

ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

„ეჭვგარეშეა, რომ სრული აუდიტის, შიდა გამოძიების შემდეგ, დიდი ალბათობით, უამრავ სხვა საკადრო გადაწყვეტილებებს, რომლებიც უმაღლეს დონეზე მიიღება, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის პროცესის სახით რაიმე გაგრძელება ექნება“ – აღნიშნა ვენისლავსკიმ.

მისივე თქმით, არსებობს კითხვები ცალკეული ხელმძღვანელების მუშაობასთან დაკავშირებით.

„არსებობს უამრავი კითხვა ცალკეული ხელმძღვანელების, მათ შორის, უკრაინის სამხრეთით არსებული ცალკეული რეგიონული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებით და ყველაფერზე არ ვიღებთ პასუხს, რომელიც გვაკმაყოფილებს არგუმენტაციის, გარემოებების კუთხით“, – დაამატა ვენისლავსკიმ.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ბევრი პრეტენზია იყო ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფებისა და ცალკეული რეგიონული განყოფილებების საქმიანობის თაობაზე.

„ჩვენ მოვუსმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას კომიტეტის სხდომაზე და კითხვები, რომლებიც დეპუტატებმა დასვეს ომის პირველი დღეების მოვლენებზე და ომის 4 თვის მოვლენებზე, ყოველთვის აკმაყოფილებდა მათ“, – აღნიშნა ვენისლავსკიმ.

17 ივლისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი გაათავისუფლა თანამდებობიდან. დაკავებული პოსტიდან ასევე გათავისუფლდა ქვეყნის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.

წყარო: 1tv.ge