მოსკოვის სასამართლომ დიმიტრი გორდონს პატიმრობა, დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტს დმიტრი გორდონს რუსეთში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტს ბრალად ედება ცრუ ინფორმაციის გავრცელება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედების მიმდინარეობის შესახებ, სიძულვილის ან მტრობის გაღვივება და აგრესიული ომის საჯაროდ მოწოდება.

მოსკოვის სასამართლომ დიმიტრი გორდონს პატიმრობა, დაუსწრებლად შეუფარდა

„მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა გორდონ დიმიტრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  2 თვის ვადით, ათვლა დაიწყება რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადირების მომენტიდან ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი დაკავების მომენტიდან“, – განაცხადა სასამართლომ.