ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს უნდა კინკლაობაში შეგვიყვანოს, არ ვიცი ამას რატომ აკეთებს, შეიძლება თავისი როლი უნდა წინ წამოწიოს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს უნდა, ხელისუფლება კინკლაობაში შეიყვანოს, მაგრამ მმართველი გუნდი მას ამაში არ შეჰყვება. ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მას უნდა, კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით, რადგან არანაირი ინტერესი არ გვაქვს პოლემიკაში და კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. შეიძლება, თავისი როლი უნდა წინ წამოწიოს; შეიძლება, ვიღაცის გავლენის ქვეშ არის; შეიძლება, რაღაცებს ვერ აანალიზებს; შეიძლება, კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად. ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ და პრეზიდენტს არ შევყვებით კინკლაობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს უნდა კინკლაობაში შეგვიყვანოს, არ ვიცი ამას რატომ აკეთებს, შეიძლება თავისი როლი უნდა წინ წამოწიოს

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტს უხსნიდნენ დეტალებს, რომლებზეც საჯაროდ ვერ საუბრობდნენ და მას ინფორმაციის ნაკლებობა არ ჰქონდა, თუმცა სწორი ანალიზი ვერ გააკეთა.

კობახიძემ რუსეთის საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პლატფორმა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო.