“ბაიდენის თავის ტკივილი”- ასე უწოდა The New York Times-მა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიპ ერდოღანს 

“ბაიდენის თავის ტკივილი”- ასე უწოდა The New York Times-მა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიპ ერდოღანს  თუმცა ერდოღანი თავის ტკივილია არა მხოლოდ ჯო ბაიდენისთვის, არამედ შეერთებული შტატების და მთელი დასავლური სამყაროსთვის გახლავთ.

"ბაიდენის თავის ტკივილი"- ასე უწოდა The New York Times-მა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიპ ერდოღანს 

2002-2003 წლებში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თურქეთის ლიდერი რეგულარულად უგულებელყოფდა ისეთ ცნებებს, როგორიცაა „დასავლეთის ერთიანობა“. ამერიკული ინტერესების წინ კი რეგიონში თურქეთის ეროვნულ ინტერესებს აყენებდა. დაუმორჩილებლობის პირველი დემონსტრაციული ჟესტი კი 2003 წელს ამერიკისთვის უარის თქმა გახლდათ. მაშინ ვაშინგტონი ანკარას გარკვეულ ტერიტორიას თხოვდა ამერიკული არმიის ჩრდილოეთ ერაყში შეჭრისთვის. ბოლო (მაგრამ არა უკანასკნელი) გახლავთ ანკარას ამჟამინდელი იგნორირება ამერიკელების ნახევრად თხოვნაზე, ნახევრად ინსტრუქციებზე, რომ არ დაეწყო. მორიგი სამხედრო ოპერაცია სირიელი ქურთების წინააღმდეგ. ერდოღანი თავისი ისლამისტური დღის წესრიგით, ნეო-ოსმალური ამბიციებით და გამარჯვებულის იმიჯით, მუდმივად ამცირებს ევროპელებს. წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, ერდოღანმა დიდი წმენდა დაიწყო, როგორც პოლიტიკურ – სამხედრო ელიტაში ისევე მედიაშიც, რასაც მისი პოზიციების გამყარება და დასავლელი დირექტორებისთვის ადგილის მიჩენა მოჰყვა. დღეს რეგიონში თურქეთი ერთ – ერთ ძლიერ მოთამაშედ გადაიქცა, რომლის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უკვე რუსეთია. თურქეთისთვის “პროდასავლური პოსტულატები” და ნატოს კოლექტიური თავდაცვა კი უბრალო ბუტაფორიად გადაიქცა. ირაკლი ჯანყარაშვილი