გიორგი ვოლსკი: არახამია ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ჰქვია ქართულ-უკრაინული ურთიერთობები

„არახამია ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ჰქვია ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და რაც მთავარია ამოვარდნილია იმ ფორმატიდან, რასაც უკრაინის ინტერესები ჰქვია“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი: არახამია ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ჰქვია ქართულ-უკრაინული ურთიერთობები

„სანქციები არახამიას მოწოდებით, შეძახილით, გაფრთხილებით ან მისი ლოიალობით არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება. არახამია ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან რასაც ჰქვია ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და რაც მთავარია ამოვარდნილია იმ ფორმატიდან, რასაც უკრაინის ინტერესები ჰქვია. არახამია ახმოვანებს სწორედ იმას, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია კვლავ საქართველოს რუსეთთან კავშირზე საუბრობს. ამბობს, რომ მზად არის, ჩვენს ქვეყანას ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ამისთვის, საქართველოშიც ჩამოვიდეს. არახამია საუბრობს რევოლუციაზე და „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, ტონი შეარჩიოს, რადგან სანქციები შესაძლოა პოლიტიკოსებსაც დაუწესდეთ