ირაკლი კობახიძე – არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას – არახამია არის არაკაცი

არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა, რითაც უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას გუშინ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არახამია ძალიან ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი.

ირაკლი კობახიძე - არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას - არახამია არის არაკაცი

„ეს კაცი [არახამია] ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი ვის მიმართაც მე მგონი, ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი“,- აცხადებს კობახიძე.

ამასთან, ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ მას უკავშირდებოდა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ „არახამია არაკაცია“.

„არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. არახამია არის არაკაცი“, – დასძინა კობახიძემ.