რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წარმომადგენელს „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის“ მუხლით ბრალი წარუდგინა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წარმომადგენელს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მუხლით ბრალი წარუდგინა.

რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წარმომადგენელს „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის“ მუხლით ბრალი წარუდგინა

ალექსანდრე ბასტრიკინმა ერთ-ერთ რუსულ სახელმწიფო მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთში სისხლის სამართლის 1300-ზე მეტი საქმის გამოძიება დაიწყო.

მისი თქმით, იძებნება 96 ადამიანი, მათ შორის 51 მეთაური.

„უკრაინელები ჩართულნი იყვნენ დანაშაულში კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბასტრიკინმა.

თავის მხრივ, უკრაინა 21 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს იძიებს, რომელიც სავარაუდოდ, რუსული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ იქნა ჩადენილი. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) უკრაინაში გამომძიებლებისა და სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფი გაგზავნა.