Samsung არის iPhone დიდი ეკრანით – Apple სამხრეთკორეულ კომპანიას პლაგიატში ადანაშაულებს

Apple-ის საერთაშორისო მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, გრეგ ჯოსვიაკი აცხადებს, რომ Samsung-მა პირველი სმარტფონების შემუშავებისას Apple-ისგან მოპარული ტექნოლოგია გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-ის დოკუმენტურ ფილმში გახმიანდა, რომელიც პირველი iPhone-ის 15 წლის იუბილეს ეძღვნება.

Samsung არის iPhone დიდი ეკრანით - Apple სამხრეთკორეულ კომპანიას პლაგიატში ადანაშაულებს

ჟურნალისტის შეკითხვაზე, სმარტფონების ადრეული ეტაპის ბაზრისთვის კონკურენციაში Samsung-ის მიმართ Apple-ის დამოკიდებულების შესახებ, ჯოსვიაკმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის კორპორაციამ ისინი „გააღიზიანა.“ ამ გაღიზიანების მიზეზი, Apple-ის წარმომადგენლის თქმით, იყო ის, რომ Samsung ტექნოლოგიას იპარავდა.

„მათ, უბრალოდ, შექმნეს iPhone დიდი ეკრანით,” – განაცხადა ჯოსვიაკმა, როცა Samsung-ის სმარტფონებზე Apple-ის თანამშრომლების შთაბეჭდილებები გაიხსენა. ტოპ მენეჯერმა, ასევე, დაამატა, რომ ამერიკულმა კორპორაციამ თავისი კონკურენტის მოწყობილობები iPhone-ის ცუდ ასლად აღიქვა.